|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„სოხუმური არომატი ბულვარში“ - ნოსტალგიური აქცია ქუთაისში

პერფორმანსი-აქცია „სოხუმური არომატი ქუთაისის ბულვარში“ (ყავა ქვიშაზე), სიმბოლური ფოტოსესია „სოხუმის სანაპიროსთან“ - ასე აღნიშნავენ ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს იმერეთში.

იდეის ავტორი ფონდი "სოხუმია" . რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ქუთაისში დევნილთა საზოგადოებრივი აქტივობების პრეზენტაცია წარმოადგინა.

ორი საათით ქუთაისის ბულვარი ნოსტალგიის კუნძულად იქცა. იძულებით გადაადგილებული პირების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ქუთაისში გამართული აქცია - პერფორმანსით საზოგადოებას კიდევ ერთხელ დევნილების პრობლემებს ახსენებენ და ეუბნებიან, რომ ისინი სახლში დაბრუნების მოლოდინში არიან.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით,  ამიერიდან ყოველ 20 ივნისს, ქუთაისის ბულვარში გამვლელებს სოხუმური ყავით გაუმასპინძლდებიან.

ცნობისთვის, 20 ივნისი ლტოლვილთა საერთაშორისო დღეა, რომელიც 2000 წლიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის N55/76 რეზოლუციის მიღების დღიდან აღინიშნება.

დღეს მსოფლიოში  80 მილიონამდე კაცი, ქალი და ბავშვი ძალით არის აყრილი ფუძეებიდან და იძულებით გადაადგილებული პირის ან ლტოლვილის სახელს ატარებს. საქართველოში დაახლოებით 1 500 ლტოლვილი და 259 247 იძულებით გადაადგილებული პირია გამოდევნილი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა