|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მაჟორიტარობის სამი კანდიდატი და სამივე ქალი

"შენების მოძრაობის" მიერ წარდგენილი  ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარობის 3 კანდიდატიდან სამივე ქალია. ამის შესახებ "შენების მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა ალუდა გოგლიჩიძემ "ნიუპრესთან" საუბრისას განაცხადა. 

"შენების მოძრაობიდან" საკრებულოს მაჟორიტარის მანდატისთვის უქიმერიონის საარჩევნო ოლქში ნინო კინწურაშვილი, ავტოქარხნის ოლქში - მზია სირბილაძე და ქალაქ-მუზეუმის ოლქში ირმა აბჟანდაძე იბრძოლებს. დანარჩენ 7 საარჩევნო ოლქში პარტიას კანდიდატი არ ეყოლება.

ალუდა გოგლიჩიძის თქმით, მისთვის სქესს მნიშვნელობა არ აქვს და მთავარი პროფესიონალიზმია. 

"ზოგადად,  74 % ჩვენ სიაში ქალბატონია,  შენების მოძრაობა ვყალიბდებთ, როგორც გახსნილი და დემოკრატიული ორგანიზაცია.  თუ პარტიას არ აქვს შიდა დემოკრატია, მას არ შეუძლია ქვეყანაში თვისობრივი ცვლილებები გაატაროს.
ძალიან ბუნებრივად მოხდა ეს, არ ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც ბარიერებს აწესებს, არ აქვს სქესს მნიშვნელობა. სიაში მყოფი ქალბატონებიდან ყველა პროფესიონალი და წარმატებულია, ეს არის მთავარი და არა სქესი“, -აღნიშნა გოგლიჩიძემ.

 

შენების მოძრაობის პრორპორციული სიის პირველ ათეულში მხოლოდ სამი მამაკაცია.
1-გოგლიჩიძე ალუდა

2-კინწურაშვილი ნინო

3-სირბილაძე მზია

4-აბჟანდაძე ირმა  

5-თათელიშვილი თეა

6-ყვავაძე მარეხი

7 -გობიანი იამზე

8 -ხარატიშვილი გიორგი

9 -შანიძე მალვინა

10- დუნდუა ვიტალი

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე