სქოლიოზის მკურნალობა
სქოლიოზი ხერხემლის სვეტის ლატერალური დევიაციაა კობის კუთხე 10 გრადუსი ან მეტი.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს,რომ სქოლიოზი შეიძლება დაიყოს სხვადასხვა ტიპად გამომწვევი მიზეზისა და დაწყების ასაკის მიხედვით. პირველადი კატეგორიებია:
- იდიოპათიური სქოლიოზი:სქოლიოზის ყველაზე გავრცელებული ტიპია(80%),რომლის გამომწვევი ფაქტორიც უცნობია. ხშირად ვითარდება მოზარდობის პერიოდში,განსაკუთრებით სქესობრივი მომწიფების დროს.
- თანდაყოლილი სქოლიოზი:გამოწვეულია ნაყოფის განვითარების პერიოდში წარმოქმნილი მალების ანომალიებით და შედეგად ხერხემლის არასრული ფორმირებით.
- ნეიროკუნთოვანი სქოლიოზი:სქოლიოზის ეს ტიპი გამოწვეულია კუნთებისა და ნერვული ბოჭკოების ანომალიით. ვითარდება,როგორც ნეიროკუნთოვანი მდგომარეობის მეორადი სიმპტომი. მაგალითად კუნთოვანი დისტროფია ან ცერებრალური დამბლა,რაც გავლენას ახდენს კუნთების კონტროლსა და კოორდინაციაზე.
- დეგენერაციული სქოლიოზი:ასევე ცნობილი,როგორც ზრდასრულობის სქოლიოზი,ვითარდება ხანდაზმულ ასაკში ხანდაზმულობის ვ,ტრავმის ან სხვა მიზეზების გამო.(მაგ:ოსტეოპოროზი,ართრიტი)
სქოლიოზის მკურნალობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე,მათ შორის პაციენტის ასაკზე,გამრუდების ხარისხზე,პროგრესირების ალბათობაზე და ისეთი სიმპტომების არსებობაზე,როგორიცაა ტკივილი ან სუნთქვის გაძნელება. მკურნალობის ძირითადი მეთოდებია:
- დაკვირვება და მონიტორინგი
მსუბუქი სიმძიმის სქოლიოზის დროს(კობის კუთხე 10-20 გრადუსი),განსაკუთრებით კი ბავშვებში,რომლებიც ჯერ კიდევ ზრდის პერიოდში არიან,რეკომენდირებულია რეგულარული შემოწმება და მრუდის პროგრესირების მონიტორინგი. დაკვირვებისთვის და ცვლილებების გამოსავლენად გამოიყენება პერიოდული რენტგენოგრაფია.
- შროტის მეთოდი
კონსერვატიული მკურნალობის ოქროს სტანდარტია. აერთიანებს სპეციფიკური სავარჯიშოების პროგრამას და დამხმარე საშუალებების გამოყენებას. მისი გამოყენება შესაძლებელია ყველა ტიპის სქოლიოზის დროს.
- ფიზიკური თერაპია
ფიზიკური თერაპია მნიშვნელოვან როლს ასრულებს სქოლიოზის მართვაში, განსაკუთრებით კი ტკივილის შემცირებაში.
ძალისმიერი ვარჯიშები - მიზნად ისახავს მუცლის,ზურგის და მენჯის კუნთების გაძლიერებას,რათა უზრუნველყონ ხერხემლის უკეთესი სტაბილურობა.
- სუნთქვითი ვარჯიშები - მნიშვნელოვანია სქოლიოზის მართვაში,განსაკუთრებით მძიმე გამრუდების მქონე პირებში. ამ დროს ხშირია ფილტვის შეცვლა და მნიშვნელოვანია დიაფრაგმული სუნთქვა, რასაც შეუძლია სუნთქვის ფუნქციის ოპტიმიზაცია.
- ბრეისინგი(კორსეტი)
რეკომენდირებულია საშუალო სიმძიმის სქოლიოზის დროს (კობის კუთხე 25-40 გრადუსი). მკურნალობის მიზანია ბავშვის ზრდისას მრუდის შემდგომი პროგრესირების თავიდან აცილება. ბრეკეტის ტიპი და ტარების ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის მრუდის ზომაზე და მრუდის ზრდის პოტენციალზე.
- ქირურგიული ჩარევა
ქირურგიული ჩარევა რეკომენდირებულია მძიმე ფორმების დროს,როდესაც კობის კუთხე არის 40-50 გრადუსი, ან როდესაც კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა. ქირურგიული ჩარევა გულისხმობს ხერხემლის ფიქსაციას და ტრანსპედიკულური ჭანჭკებით გასწორებას.
ავტორი: ნიუპრესი