სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საზაფხულო დასაქმების პროგრამას იწყებს
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ სტუდენტთა „საზაფხულო დასაქმების პროგრამას“ იწყებს. ადამიანური რესურსების მართვისდეპარტამენტის მიერ ინიცირებული საზაფხულო დასაქმების პროგრამის ფარგლებში, ენერგეტიკის ფაკულტეტისდამამთავრებელი (მე-3, მე-4) კურსის სტუდენტებს და ახალ კურსდამთავრებულებს, ასევე პროფესიული კოლეჯების,ენერგეტიკის და ელექტრო ინჟინერიის მიმართულების სტუდენეტებს ექნებათ შესაძლებლობა კომპანიაში 2 თვიანიანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ.
,,შერჩეული კანდიდატები გაივლიან სტაჟირებასა და ტრენინგებს კომპანიის სათაო ოფისში (თბილისში) და რეგიონულფილიალებში (ქუთაისი, ბათუმი, ხაშური, თელავი) შემდეგ მიმართულებებში: მაღალი ძაბვის ქვესადგურებისექსპლოატაცია, სარელეო დაცვა და დიაგნოსტიკა, ელექტროგადამცემი ხაზების და მოწყობილობების პროექტირება/ექსპლუატაცია, ელმრიცხველების ლაბორატორია, გენერაცია (ჰიდროელექტრო სადგურები), შრომის უსაფრთხოება,ენერგოზედამხედველობა, დისპეჩერიზაცია, „შჩADA” და „GIშ” სისტემები, აბონენტთა ურთიერთობა (ქოლ ცენტრი) დასხვა“ - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვისდეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საუკეთესო სტუდენტებს/კანდიდატებს კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.
საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება კომპანიის სათაო ოფისში (თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის N19) 7 ივლისს, 11:00საათზე; აგრეთვე, რეგიონალურ ოფისებში (ქუთაისი, ბათუმი, ხაშური, თელავი) 4-დან 7 ივლისის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციის მიღება და საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელიაკომპანიის ოფიციალურ საიტზე წწწ.ენერგო-პრო.გე
სტუდენტთა, საბოლოო შერჩევის პროცესში, 12-დან 14 ივლისის ჩათვლით, კანდიდატებს მოეთხოვებათ პრეზენტაციისგაკეთება თავისუფალ თემაზე „მომავლის ენერგეტიკა“, რის საფუძველზეც მოხდება სტუდენტების შერჩევა.
ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, საგანმანათლებლო დაწესებულებებთანთანამშრომლობით, განაგრძობს სხვადასხვა პროექტების დანერგვას.
ავტორი: