|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შეეწირება თუ არა იპოთეკურ სესხს ჯამაძეების ოჯახი?

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს  „კრედიტ პლუს ჯორჯია“ ქუთაისში მცხოვრებ  ჯამაძეების ოჯახს საცხოვრებელ  სახლს  უყიდის. საფინანსო ორგანიზაცია ჯამაძეებს დღეის მდგომარეობით 2700 დოლარს სთხოვს. თუმცა, სესხის ოდენობა ყოველდღიურად 5 დოლარით იზრდება. როგორც მერი ჯამაძე ამბობს, საფინანსო ორგანიზაციამ სახლის  გაყიდვის გადაწყვეტილება 15000 დოლარიან სესხზე დარიცხული ყოველთვიური პროცენტის (83 დოლარის)  გადაუხდელობის გამო მიიღო.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ირწმუნებიან, რომ სახლის გაყიდვის გადაწყვეტილება არბიტრაჟმა (დავების განმხილველი ორგანიზაცია  მიკრო საფინანსო ორგანიზაციასა და კლიენტს შორის) მიიღო.  როგორც „კრედიტ პლუს ჯორჯიაში“ აღნიშნავენ, არბიტრაჯს საქმე თავად საფინანსო ორგანიზაციამ,  პროცენტის გადაუხდელობის საფუძველზე გადასცა.

ქუთაისში,  დადიანის ქუჩაზე ე.წ ბარაკების დასახლებაში მცხოვრებმა მერი ჯამაძემ მიკროსაფინანასო ორგანიზაციიდან სესხი  - 1500 დოლარის ოდენობით  2011 წლის 10 იანავარს აიღო, რომელზეც ყოველთვიურად პროცენტის სახით თავდაპირველად  75 დოლარი, ექვსი თვის  განმავლობაში უნდა  გადაეხდა. როგორც ჯამაძე განმარტავს,  იმის გამო, რომ სესხის დაფარვას ვერ ახეხებდნენ, იპოთეკური სესხი კიდევ ექვსი თვით – 2011 წლის 22 დეკემბერს გადააგრძელა.

„თავიდან ვახერხებდი ამ პროცენტის გადახდას. თუმცა, ხშირ შემთხვევაში განსაზღვრულ რიცხვში ვერ ვახერხებდი გადახდას და ამის გამო სულ ჯარიმები მერიცხებოდა  თავან სესხზე“, - ამბობს მერი ჯამაძე. ყოველ გადაცილებულ დღეზე მას   5 დოლარი დააკისრეს, ხოლო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ყოველთვიურად,  75 დოლარის პროცენტის ნაცვლად, 83 დოლარის გადახდა მოუწია.  ჯამაძეებმა ბოლოს 83 დოლარიანი პროცენტი მიმდინარე თვის მარტში გადაიხადეს.

„ამიტომაც მაისის ბოლოს თბილისიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ სახლი უნდა გამიყიდონ. რადგან პროცენტები არ მაქვს შეტანილი. არ ვიცი სად წავიდე და რა გზა გამოვნახო. სახლში ოთხი შვილი მელოდება. ქუჩაში თუ  დავრჩები საერთოდ რა უნდა გავაკეთო?“, - ამბობს მერი ჯამაძე.  როგორც ჯამაძე განმარატვს, საფინანსო ორგანიზაციის კრედიტ მენეჯერს სესხის  ნაწილობრივ გადახდის  ნებართვა სთხოვა. თუმცა, უშედეგოდ.

„ჩვენ ყველანაირი შანსი ამოვწურეთ ამ ადამიანთან. ახლა კი გრაფიკის დადგენის და სესხის ნაწილობრივ გადახდის უფლებას ვერანაირად ვერ მივცემთ. ერთადერთი რამის გაკეთება  შეუძლია  კლიენტს. ვიდრე  არბიტრაჯი ამ საქმეს მსვლელობას მისცემს  სახლის გასაყიდად,  მანამ უნდა მივიდნენ  საარბიტრაჟოში  2700 დოლარით ხელში. მხოლოდ, ასეთ შემთხვევაში შეიძლება შეინარჩუნონ ბინა. სხვა შემთხვევაში გამორიცხულია“, -  ამბობს  მიკროსაფინანსო ორანიზაცია „კრედიტ პლუს ჯორჯიას“ ქუთაისის ფილიალის  განყოფილების მენეჯერი  ვახტანგ მინაძე.

„კრედიტ პლუს ჯორჯიაში“  მერი ჯამაძეს პრობლემურ გადამხედალად ახასიათებენ.

„პრობლემური გადამხდელია. პროცენტიც კი  სულ დაგვიანებით შეჰქონდა. ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე ძალიან არ გვინდოდა ასეთ მდგომარეობამდე მიგვეყვანა, მაგრამ ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც თავისი  წესები და კანონები აქვს“, - ამბობს  „კრედიტ პლუს ჯორჯიას“ ქუთაისის ფილიალის  განყოფილების მენეჯერი.  აღსანიშნავია, რომ  „კრედიტ პლუს ჯორჯიას“ მიერ გაცემული  იპოთეკურ სესხის არცერთ ხელშეკრულებაზე  ოფიციალურ ბეჭედი არ არის დასმული. კითხვაზე  -  თუ რატომ?   მინაძე ასე გვპასუხობს:  „ამაზე კომპეტენტური მე არ ვარ. შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს იურისტს.  მე მხოლოდ იმაზე შემიძლია პასუხის გაცემა, თუ როგორ უნდა მიიღონ სესხი და რა პირობებით. თუმცა, გეტყვით,  რომ  უბეჭდო საბუთი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს“, -  განმარტავს მინაძე. თუმცა, newpress.ge-ს ვიზიტისას იურისტი ადგილზე არ აღმოჩნდა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალში  განმარტავენ, რომ სასურველია ნებისმიერ ორგანიზაციას ჰქონდეს ბეჭედი, თუმცა ეს აუცილებელი არ არის: „მთავარია, ხელშეკრულების ეგზემპლიარი მომხმარებელსაც ჰქონდეს“, – ამბობს საია ქუთაისის ფილიალის ადვოკატი გიორგი ჭიქაბერიძე.

კონკრეტულად როდის  მიიღებს  გადაწყვეტილებას არბიტრაჯი ჯამაძეებისთვის  სახლის გაყიდვის თაობაზე, ამ კითხვაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში პასუხი არ აქვთ.  „ეს მთელ რიგ პროცედურებთან არის დაკავშირებული. ვერ გეტყვით რა დროს მოითხოვს. შეიძლება ერთ კვირაში, ან ერთ თვეში“, -  ამბობს ვახტანგ მინაძე. მისივე თქმით, ვიდრე საქმეს არბიტარჟს გადასცემდენენ, მანამდე წერილობით გაფრთხილება გაეგზავნა ჯამაძეებს.

„წერილი კი მომივიდა მაგრამ თანხის დაფარვას ვერ ვახერხებდი. თანაც რთული პერიოდი გვქონდა ოჯახში. მამამთილი გარდამეცვალა და სულ პრობლემებში ვიყავით“, - ამბობს ჯამაძე.

ქუთაისში,  დადიანის ქუჩაზე ე.წ ბარაკების დასახლებაში მცხოვრებმა ჯამაძეების მრავალშვილიანმა ოჯახმა, იპოთეკური სესხი შვილის სამკურნალოდ აიღო. როგორც მერი ჯამაძე ამბობს, ერთი შვილი ლეიკემიით ჰყავს დაავადებული, მეორეს კი ფსიქიკური პრობლემები აქვს. „სესხი სისხლის გადასასხმელად დამჭირდა. რა უნდა მექნა, შვილის ხომ ვერ  მოვკლავდი? ამიტომაც ავიღე იპოთეკურ სესხი“, - აღნიშნვს მერი ჯამაძე.

ექვსულიანი ოჯახის ერთადერთმა მარჩენლმა მერი ჯამაძემ საფინანსო ორგანიზაციიდან სესხის მისაღებად სწორედ ის ოროთახიანი ამორტიზებული ბინა ჩადო, რომლის გაყიდვასაც ახლა უპირებენ. მერი ჯამაძე ქალაქში მეეზოვედ მუშაობს. ოჯახის შემოსავალი მრავალშვილიანობის დახმარებაა, რომელიც წელიწადში 500 ლარს შეადგენს, ამას მეეზოვეობის 220–ლარიანი ხელფასი და სოციალაური შემწეობის  დახმარების სახით მიღებული 154  ლარი ემატება. როგორც ჯამაძე ამბობს,  ეს უკანასკნელი დახმარება ბოლოს მიმდინარე წლის  აპრილში აიღო. „მამთილი გარდამეცვალა და ხელახალი გადამოწმება უნდა მოხდესო.  ამიტომაც ამდროისთვის შეჩერებულია დახმარების მიღება“, - აღნიშნავს მერი ჯამაძე.

 „სახლის დასათვალიერებლად რომ მივედით, მივხდით თუ რა  მდგომარეობა ჰქონდათ ოჯახში.  წესით არ უნდა მიგვეცა სესხი, რადგან გადახდის უუნარო ოჯახი იყო. თუმცა,  ჩვენი ორგანიზაციის პირობაა, რომ სესხის დასამტკიცებლად მხოლოდ უძრავი ქონების ჩადებაა საჭირო. რადგან  ორგანიზაციას არ აინტერესებს ესა თუ ის პირი იურიდიულად რამდენად გადახდის უნარიანია. თუმცა, ზეპირად კი ვეკითხებით. ჯამაძეებისთვის  თანხა რომ  არ მიგვეცა, უფრო სავავალო შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა ამას“, - აღნიშნავს  ვახტანგ მინაძე.


ჯამაძეების ოჯახური პრობლემა სოციალაური ქსელის – facebook-ის საშუალებით გავრცელდა. სწორედ, სოციალურ ქსელში გაიგეს ჯამაძეების გასაჭირი ახალგაზრადების მიერ დაკომპლექტებულმა თბილისურმა ორგანიზაციამ „სოლიდარობა ქართულ რეალობას“, რომელიც ძირითადად  მოყვარული თუ პროფესიონალი ახალგაზრდა მუსიკოსებისგან  შედგება. ორგანიზაციამ ჯამაძეების ოჯახს ფულადი დახმარება გადასცა და მათთვის ფულის შეგროვებას კიდევ გეგმავენ.

„გადავწყვიტეთ დავეხმაროთ ამ ოჯახს. თბილისში ჩავატარეთ საქველმოქმედო  კონცერტი. ასევე, გამოფენებიც მოვაწყვეთ. კიდევ სხვდასხვა შემოწირულობებიც გვქონდა.  ოჯახის დასახმარებლად,  მთლიანობაში სულ  1220 ლარი შეგროვდა.  თუმცა, აქ ჩამოსულს უფრო რთული მდგომარეობა დაგვხვდა. ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ სახლს არ გამოვუსყიდით ამ ოჯახს“, - განმარტა „სოლიდარობა ქართული რეალობის“, ერთ-ერთმა წევრმა ბექა ჩოფიანმა. სწორდ, ამ ორგანიზაციის იმედი აქვს მერი ჯამაძეს. „ამ ახლაგზარდებმა სიცოცხლის ხალისი დამიბრუნეს. შეპირდნენ, რომ  სესხის გადაფარვას სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მოახდნენ და სახლს შემინარჩუნებენ“, - ამბობს მერი ჯამაძე.

რაც შეეხება, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს  „კრედიტ პლუს ჯორჯიას“, სამწლიანი არსებობის მანძილზე იურიდიული სახელწოდება რამდენჯერმე შეიცვალა. „ჯერ შპს ვიყავით,  ახლა კი სააქციო საზოგადოება ვართ. თუმცა, ამას არანაირი გავლენა არ მოუხდენია ხელშეკრულების პირობებზე“, - ამბობს ვახტანგ მინაზე. აღსანიშნავია, რომ „კრედიტ პლუს ჯორჯიას“ ერთ-ერთ თანამშრომელს კლიენტის მოტყუების გამო, თაღლითობის მუხლით სასამართლოში უჩივლეს. ამ ინფორმაციას მიკროსაფინანსო ორგანიზაციაშიც ადასტურებენ, თუმცა სხვა კომენტარს მომხდარის თაობაზე, არ აკეთებენ.  

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა