სახიფათო რუჯი - ლეღვის ნახარში აკვარელმა ჩაანაცვლა?!
ზაფხულის დადგომასთან ერთად იმატა გარუჯვის მოყვარულთა რიცხვმა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქართველებმა არც ამაში ვიცით ზღვარი.
მედიკოსების თქმით, წელს ლეღვის ნახარში, როგორც იქნა, ამოიღეს რუჯის მოყვარულებმა მოხმარებიდან, თუმცა, მისი ჩანაცვლება იოდმა და აკვარელმა მოახერხა.
მოდური ტენდენციისთვის ჩატარებული სიცოცხლისთვის საშიში ექსპერიმენტები - ლეღვის ნახარში, ზეთი, იოდი, ჭარხლისა და სტაფილოს წვენები, "კოკა-კოლა" და ახალი საშუალება აკვარელია.
"სტატისტიკა არ იცვლება - არც იზრდება და არც მცირდება, იცვლება მხოლოდ მიზეზები. მაგალითად, უკვე მიხვდნენ, რომ ლეღვის ნახარში არ შეიძლება და ეს ახალი რეცეპტი გამოიგონეს. წელს 60 პაციენტი გვყავდა, აქედან 15-ს სწორედ იოდისა და ზეთის ნარევისგან ჰქონდა დამწვრობა. თითქმის ყველას ამბულატორიული მკურნალობა დასჭირდა. ერთი გოგონა გვყავდა, რომელმაც დამწვრობასთან ერთად მზის დაკვრაც მიიღო. უნდა აღვნიშნო ერთი ფაქტიც, თუკი წინა წლებში პაციენტები უმეტესად გოგონები იყვნენ, წელს ეს ტენდენცი შეიცვალა და ხშირად ბიჭებიც მოგვმართავენ,"- ამბობს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი ექიმი კომბუსტიოლოგი გუგა ქაშიბაძე.
წყარო: marao.ge
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა