|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დედის გულგრილობის სავალალო შემთხვევა

სულ უფრო ხშირად ხდება შემთხვევები, როცა მშობლები პატარებს მანქანებში ტოვებენ. ენ-ბი-სი-ს ცნობით ყოველ ათ დღეში ერთი ბავშვი იღუპება სწორედ იმ მიზეზით, რომ მათ უმეთვალყურეოდ, მაგრამ თითქოსდა, საიმედოდ ტოვებენ მანქანაში.. ამჯერად რუსეთი მოხდა მსგავსი ინციდენტი. დედა სავაჭრო ცენტრში შევიდა ”ხუთი წუთით”, ორი პატარა კი – 5 წლის გოგონა და ავტოსავარძელში მიბმული თვეების ბიჭი, 30 გრადუს სიცხეზე მანქანაში დატოვა. 
გამვლელებმა სრულიად შემთხვევით დაინახეს მანქანაში გამოკეტილი პატარები – სიცხისგან გათანგულ პატარა ძამიკოს გოგონა თავის მაისურს უფრიალებდა წინ, რომ ცოტათი მაინც გაეგრილებინა. გამვლელებმა მაშინვე აცნობეს სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციას და მათ მიკროფონში გამოაცხადეს, რომ წითელი ”ტოიოტას” მფლობელი სასწრაფოდ მისულიყო თავის მანქანასთან. ადგილზე გამოჩენილმა ქალმა ფრიად გაიოცა ეს ალიაქოთი – რა იყო, ხუთი წუთით შევედი მაღაზიაშიო.
ასეთი შემთხვევების დროს ისეც მომხდარა, გამვლელებს მანქანის მინები გაუტეხიათ, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი-ორჯერ მანქანების მფლობელმა ”ყურადღებიანმა” მშობლებმა იჩივლეს, რატომ დაამტვრიეთ მანქანის მინებიო… 
საბედნიეროდ, ეს უკანასკნელი შემთხვევა მშვიდობიანად დასრულდა, თუმცა უამრავი ამგვარი ფაქტი სავალალო შედეგით დამთავრებულა.

mshoblebi.ge

ავტორი: ნიუპრესი