|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩინურ რესტორანში ადამიანები რობოტებით ჩაანაცვლეს

 სონგ იუგანგმა, რომელიც ჩინეთის ქალაქ კუნშანში რესტორანს ფლობს, ათზე მეტი რობოტი იყიდა და მანქანებით რესტორნის თანამშრომელთა ნაწილი ჩაანაცვლა.

ბიზნესმენის რესტორნის სტუმრებს, კართან ორი ანდროიდი ხვდება, კიდევ რამდენიმე რობოტი სამზარეულოში ხორცს და ბოსტნეულს წვავს და პილმენებს ხარშავს, დანარჩენი რობოტები კი ოფიციანტების ფუნქციას ასრულებენ.

სონგ იუგანგმა განაცხადა, რომ ეს იდეა თავში მას შემდეგ მოუვიდა, რაც ქალიშვილმა, სახლის საქმეების შესასრულებლად რობოტის შეძენა სთხოვა. თითო რობოტში ბიზნესმენმა $6.5 ათასი გადაიხადა. ეს თანხა ემთხვევა მისი თანამშრომლების საშუალო წლიურ ხელფასს, მაგრამ იუგანგი თვლის, რომ რობოტებში დაბანდება გამართლებულია.

„რობოტებს ესმით 40 ფრაზა. ისინი არ გახდებიან ავად და არ წავლენ შვებულებაში. 2-საათიანი დამუხტვის შემდეგ, შეუძლიათ იმუშაონ 5 საათი“, - განაცხადა რესტორატომა.

საინფორმაციო სააგენტო AFP-ის ჟურნალისტებმა ამ რესტორანზე სიუჟეტი გააკეთეს, სადაც აღნიშნეს, რომ  რესტორნის პერსონალის უმეტესი ნაწილი ადამიანებია, ხოლო რობოტები უბრალოდ მომხმარებელს იზიდავენ და მხოლოდ მცირე ნაწილს აკეთებენ მთლიანი საქმისა. მომხმარებლები დადებითად რეაგირებენ უჩვეულო შვეიცარებზე, მზარეულებზე და ოფიციანტებზე და სიამოვნებით სარგებლობენ მათი მომსახურებით.

bpi.ge

ავტორი: ნიუპრესი