|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წარწერა პოლონეთში რესტორანზე - "რუსებს არ ვემსახურებით!"

პოლონეთის ქალაქ სოპოტის ერთ-ერთი რესტორნის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უკრაინის მოვლენების გამო, არ მოემსახურება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს.

შემოდგომაზე, რესტორნის მფლობელმა იან ჰერმანოვიჩმა, რესტორნის შესასვლელთან ყვითელი და ლურჯი ფერის დროშა გამოკიდა, რითაც თავისი დამოკიდებულება გამოხატა მაიდანის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე. ცოტა ხნის წინ, კი რუსულ და ინგლისურ ენებზე, შემდეგი შინაარსის წარწერა დაამატა: "ჩვენ არ ვემსახურებით რუსებს!"

კითხვაზე, თუ მისი პროტესტი რატომ არის მიმართული ქვეყნის მოქალაქეების და არა პოლიტიკოსების მისამართით, ჰერმანოვიჩმა განაცხადა, რომ "პოლიტიკოსების მსგავსად, რუსეთის საზოგადოებაც პასუხისმგებელია უკრაინის მოვლენებზე“.

"Радио Гданск"-ის ცნობით, წარწერის დანახვის შემდეგ, ზოგი რუსი უკან ბრუნდება, ხოლო არიან ისეთებიც, რომლებიც მფლობელს თავიანთ მოსაზრებას უზიარებენ .

წყარო: info9.ge

ავტორი: ნიუპრესი