|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მამაკაცი 15 წლის განმავლობაში თხრიდა გვირაბს, საძინებლიდან ლუდის ბარამდე, რათა ცოლს არაფერი გაეგო

ირლანდიელი სანტექნიკოსი 15 წლის განმავლობაში თხრიდა გვირაბს საკუთარი საძინებელი ოთახიდან ლუდის ბარამდე, რომლის მეშვეობითაც, ყოველ ღამეს საყვარელ ბარში ატარებდა ისე, რომ მისმა მეუღლემ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

ყველაფერი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საკანალიზაციო მილები ჩამოინგრა. ამის შემდეგ პეტსი კეპი იძულებული  გახდა ეღიარებინა, რომ გვირაბი გათხარა. პეტსის თქმით, ეს იდეა მაშინ მოუვიდა თავში, როცა პოპულარული ფილმი "გაქცევა შოუშენკიდან" ნახა. 2009 წელს, ანუ გათხრის დაწყებიდან 15 წლის შემდეგ, მან საწადელს მიაღწია. იგი ყოველ ღამე სტუმრობდა საყვარელ პაბს და დილით სახლში ბრუნდებოდა. მეუღლემ ქმრის გართობის შესახებ არაფერი იცოდა. მას შემდეგ, რაც ყველაფერს ნათელი მოეფინა, პეტსის ქალაქის საკუთრების დაზიანებისთვის ფულადი ჯარიმა დააკისრეს.


ambebi.ge



ავტორი: ნიუპრესი