|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტოქარხნის მოსახლეობა სკვერის გაყიდვას აპროტესტებს

 ქუთაისის ავტოქარხნის დასახლებაში, ცახელის ქუჩაზე, კერძოდ, მე–14 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივმა მოსახლეობამ კერძო პირების მიერ სკვერის შესყიდვა გააპროტესტა.

 როგორც ერთერთი ადგილობრივი მცხოვრები, მანანა იობიძე აცხადებს, სკვერის ტერიტორია სასულიერო პირებმა 5000 ლარად შეისყიდეს და აქ  კერძო სახლების აშენებას აპირებენ. „როცა  სამშენებლო მასალა მოიტანეს, გავედით და ვკითხეთ იქ მყოფ ორ სასულიერო პირ, თუ რის გაკეთებას აპირებდნენ.  ერთერთი მათგანი მეუფე კალისტრატეს დიაკვანი, გიორგი სანებლიძე იყო.  როგორც გავარკვიეთ,  აქ  სახლების აშენებას აპირებენ,ამის   უფლებას  კი  ვერ  მივცემთ,  მთელს უბანში მხოლოდ ერთი სკვერია, სადაც უამრავი ბავშვი თამაშობს და ერთობა.“ – აღნიშნა   მანანა  იობიძემ.


ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატის, მურმან გუბელაძის თქმით, წინა ხელისუფლების დროს სკვერი არაკანონიერად არის  გაკეთებული. „ამ ტერიტორიას სკვერის სტატუსი მინიჭებული არ აქვს და ცხადია, საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში იყო შეტანილი და გაიყიდა კიდეც  კანონიერად, ეს ყველაფერი მართებულია, მაგრამ არა მორალური თვალსაზრისით. რაც შეეხება მოსახლეობის გულისწყვეტას, ისინი ჩემი ამომრჩევლები არიან და რასაკვირველია, ყველანაირად გვერდით დავუდგები. ისინი აპირებენ

ავტორი: ასმათ ყურაშვილი