ქუთაისში „სითი პარკის“ მოდელი გადმოაქვთ
ქალაქში მოუგვარებელი საპარკინგო სისტემა
თანაბრად უქმნის პრობლემებს როგორც მძღოლებს, ასევე ფეხით მოსიარულეებს.
ტროტუარები მთლიანად ავტომანქანებითაა დაკავებული, ქვეითებს კი ავტომანქანების სავალ ნაწილზე სიარული უწევთ.
,,ქუჩაში გავლა
პრაქტიკულად შეუძლებელია, ტროტუარებზე მანქანები
დგას და ამის გამო გზაზე მიწევს გადასვლა, რაც ძალზედ სარისკოა, იმის გამო, რომ ქალაქში
საშინელი მოძრაობაა. მიმაჩნია, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება ადგილობრივი ხელისუფლების
საქმეა და რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უკეთესი."
- განაცხადა ქუთაისის მკვიდრმა ქრისტინე ზივზივაძემ.
პარკინგის პრობლემებზე საუბრობენ მძღოლებიც. მათი განცხადებით,
ცენტრალურ ქუჩები გადატვირთულია და ავტომანქანის პარკირებას ვერსად ახერხებენ.
,,სამსახურის
გამო მთელი დღე ქალაქში მოძრაობა მიწევს, როდესაც რომელიმე კონკრეტულ დაწესებულებაში
მივდივარ, ნახევარი საათი მაინც მეკარგება,
სანამ ავტომანქანას დავაყენებ. ქალაქში პარკირებისათვის განკუთვნილი ადგილები თითქმის ყოველვის დაკავებული მხვდება. რამდენიმე
წრის გაკეთება მიხდება, რომ პარკირება
შევძლო. ასეთივე სიტუაციაა ჭავჭავაძის გამზირზე, სავაჭრო
ცენტრებთან“ - განაცხადა თემურ გიორგაძემ.
ქუთაისის
მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, რომელსაც პარკინგის ორგანიზება
ევალებოდა, ხელშეკრულება თვენახევარია დაუმთავრდა. თუმცა არ შეწყვეტილა ავტომანქანების მძღოლებისათვის
პარკირების ადგილებში თანხის გამორთმევა.
სად და ვის ჯიბეში მიდის აღნიშნული თანხა, ამაზე ქუთაისის ვიცე მერს ნოდარ მიქიაშვილს, შემდეგი პასუხი აქვს: ,,დაინტერესებული ნამდვილად არ ვარ და არც აქამდე ვყოფილვარ, თუ სად მიდიოდა აღნიშნული თანხა, ვიცი მხოლოდ ერთი, რომ 55 000 ლარი შედიოდა ბიუჯეტში."
პარკირების
საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის საკრებულოს მეექვსე რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს, სადაც
ახალი ტენდერის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს. საკითხს მხარი უმრავლესობამ და ოპოზიციამ ერთხმად დაუჭირა.
საკრებულომ, აღნიშნულ სხდომაზე, თებერვალში მიღებულ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა, რითაც ქუთაისში პარკირების საერთო და სპეციალური ადგილები განისაზღვრა. ქალაქში
სულ პარკირებისათვის 274 ადგილი გამოიყოფა. აქედან 177 – საერთო სარგებლობის, 97 – სპეციალური სარგებლობის.
2014 წლის 26 თებერვლის დადგენილებით,
პარკირების ადგილების სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარი კი უკვე დამტკიცებული იყო. პარკირების საფასური საათობრივადაა განსაზღვრული. ერთი საათის ღირებულება 50 თეთრი, სამი საათი - ერთი ლარი, ერთი დღე- ორი ლარი, ერთი კვირა- ხუთი ლარი, ერთი თვე -ათი ლარი, ხოლო ერთი წელი 40 ლარი ეღირება.
პარკინგისთვის
განკუთვნილ ადგილებზე აუქციონი მიმდინარე წლის 3 ნოემბრამდე გამოცხადდება. როგორც სხდომაზე განმარტეს, ახალი პროექტის შედგენამდე, კონსულტაციები
თბილისის მერიის შესაბამის სამსახურთან გაიარეს
და ქუთაისური მოდელი, თბილისში უკვე
კარგად აპრობირებული „სითი პარკის“ მიხედვით
შექმნეს. აქვე აღინიშნა, რომ არ დაუშვებენ მსგავს პრეცედენტებს და დარღვევებს, რაც "სითი პარკს"
ქონდა.
,,აქ მოქალაქეებს არავინ დააჯარიმებს იმისთვის, რომ პარკინგის თანხა არ გადაიხადეს."-აღნიშნა
ქუთაისის ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა.
,,დოკუმენტი
არის საკმაოდ მოცულობითი, მასზე მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური
მუშაობდა. თუ რამდენი კომპანია მიიღებს კონკურსში
მონაწილეობას, ამას აუქციონზე ვნახავთ.
ჩვენ აქამდე ვმუშაობდით ერთ კომპანიასთან ,,ბატონი", ახლაც ლოტი იქნება ერთი და შესაბამისად, გამარჯვებულიც
ერთი კომპანია გამოვა" - განაცხადა ნოდარ
მიქიაშვილმა.
მიუხედავად
საკითხისადმი მხარდაჭერისა,
პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს. „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლის, სამსონ გუგავას თქმით, პარკინგის ორგანიზების უფლების ერთი კომპანიისათვის
გადაცემა
სფეროს მონოპილიზებას გამოიწვევს: „როდესაც
,,ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოდიოდა, მისი ლიდერები საკმაოდ მკაფიოდ და გასაგებად ამბობდნენ, რომ ქვეყანაში არ დაუშვებდნენ მონოპოლიებს, როგორც ეს წინა ხელისუფლების პერიოდში ხდებოდა, თუმცა
დღეს ქუთაისში იგივე მზადდება , რაც თავის დროზე თბილისში მოხდა.“- განუცხადა გუგავამ „ახალ გაზეთს“. მისი თქმით,
იქნება „სითი პარკის“ მაგალითის ქუთაისში გადმოტანა ცუდი იდეაა: ,,ვფიქრობ ძალიან ცუდ გამოცდილებას იზიარებენ მაგალითზე, რითაც მთელი თბილისი დაბოღმილი და გაუბედურებულია. ყველაფერი ერთ ლოტად არ უნდა
გაუშვან, რომ ბაზარზე
კონკურენცია იყოს .“
გუგავას პოზიციას
იზიარებს საკრებულოს „ნაციონალი“ წევრი, გიორგი უკლება. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში „სითი პარკი“ მისი თანაპარტიელების
მიერ განხორციელებული პროექტია, უკლებაც იზიარებს იმ აზრს, რომ ერთი კომპანიისათვის პარკინგის ორგანიზების უფლების
გადაცემა მონოპოლიურ სიტუაციას გამოიწვევს. „ახალ გაზეთთან“ საუბარში მან აღნიშნა: „ მართალია,
რომ ერთი კომპანიისათვის ამ უფლების
გადაცემა ქმნის მონოპოლიას.“
საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის წევრს პარკინგის საკითხთან მიმართებაში სხვა შენიშვნებიც აქვს: „ არ არის გარკვეული ის კრიტერიუმები, თუ რის სანაცვლოდ
მიიღებს ამ უფლებას ეს ერთი კომპანია და ამ საქმეში რა ოდენობის ინვესტიციის ჩადებას აპირებს. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ის ერთი კომპანია, რომელიც, ალბათ, წინასწარ უკვე შერჩეულია, არანაირი ინვესტიციის ჩადებას ამ საქმეში არ აპირებს, რაც პარკინგის ღირებულების გაზრდას გამოიწვევს.“
უკლებას
მიაჩნია, რომ პარკინგის გაძვირების პარალელურად
საკითხის მოწესრიგების პერსპექტივას ვერ ხედავს:
„ საქმე იმაშია,
რომ თუ კი ადამიანი საათობრივად აიღებს პარკირების ადგილს, ეს იქნება საათში 50 თეთრი და ასევე კიდევ იქნებიან
ეგრეთწოდებული ,,სტაიანშიკები", ეს ნიშნავს,
პრაქტიკულად პარკირება ძვირდება ისე, რომ არ ჩანს
იმის წინაპირობა, რომ ეს საკითხი ქალაქში უფრო მოწესრიგებული გახდება.“
უკლება ბოლო პერიოდში გაურკვეველი მიმართულებით წასული
პარკირების შემოსავლებითაც ინტერესდება: „გაურკვეველია,
ბოლო დროს, როდესაც ყველა სატენდერო ვადები ამოწურული იყო, სად მიდიოდა ეს აკრებილი თანხა, როგორ ხდებოდა მისი განკარგვა და მობილიზება ბიუჯეტისთის.“
ტენდერის პირობებში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გალაქტიონ ტოროშელიძე:
„საკრებულოს სხდომაზე ჩვენ მივიღეთ მხოლოდ სატენდერო ნუსხა. ჯერ-ჯერობით მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუ როგორი უნდა იყოს სატენდერო პირობები. მე პირადად,
აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ გაიმარჯვოს ერთმა
კომპანიამ, რადგან ასე გაბნეულად და ქაოსურად
არ შეიძება, ქალაქში იყოს პარკირებები. ჯიბეში
ფული არ უნდა ჩადიოდეს, უნდა იყოს მოწესრიგებული გადახდა, ისე როგორც 21 საუკუნეს შეეფერება.“
პარკირების სისტემის
მოგვარება, როგორც ჩანს, დროში გაწელილი პროცესი
იქნება.
მანამდე კი
ქვეითად მოსიარულეებს ისევ ჩვეულ რეჯიმში,
ტროტუარების ავტომანქანებისთვის დათმობა,
თავად კი სახიფათო, მაგრამ გარდაუვალი გზის
გავლა მოუწევთ .
ავტორი: გიგა გელხვიიძე