საახალწლოდ მორთული მსოფლიო
თითოეულ ადამიანს უხარია ახალი წლის დადგომა, ხოლო განსაკუთრებით ის პერიოდია სასიხარულო, როდესაც წინა საახალწლო მზადება მიმდინარეობს, თითქოსდა არა მთელი ქალაქი არამედ მთელი მსოფლიო ერთ თბილ კერაში არის მოქცეული, ახალი წლის დადგომა არის დრო, როდესაც ყველას ერთმანეთის ესმის, ადამიანები მხოლოდ იმედის თვალით არიან განჭვრეტილები და სულ რამდენიმე დღით მაინც ივიწყებენ იმ ზიზღსა და ბოროტებას, რაც მათ გულში არის ჩარჩენილი. ახალი წელი არის ის დრო, როდესაც უბრალოდ, არ შეიძლება ვინმემ ვინმეს ავნოს, ამ დროს ომიც კი წყდება, რადგან არ შეიძლება შობის წინა დღეს ვინმეს იარაღიდან ტყვია გავარდეს, არ შეიძლება ამ დროს ვინმე არ მოესწროს და არ განიცადოს ის ბედნიერება, რასაც ახალი წელი ჰგვრის ადამიანთა გულებს. ამ პოსტით შევეცდები გაჩვენოთ რამდენიმე ქალაქის ფოტო, სადაც ასახული იქნება საახალწლო სამზადისი, რათა უკეთ შეგვექმნეს წარმოდგენა თუ რაოდენ ბედნიერია მსოფლიო ამ დღეს.
1) საქართველი: უბრალოდ არ შეიძლება არ მოგეწონოს ჩვენი დედაქალაქი წინა საახალწლოდ, რადგან ამ დროს თითქოს და ქალაქი სხვანაირია, სურათზე მოცემული ნაძვის ხე, რომელიც თითქოსდა რიტუალიურ ნაწილად იქცა ქართული ახალი წლისა.
2) გერმანია: ულამაზესი სახელმწიფო და მისი ულამაზესი და აღმაფრთოვანებელი დამოკიდებულება ახალი წლის მიმართ, ყოველ წელს როდესაც საათი 24 საათს გადაცილდება, ბერლინის ცენტრში იწყება უმშვენიერესი ფეიერვერკი, რასაც თან ახლავს კონცერტების მთელი რიგი. გართობა, მხიარულება და ბევრი ლუდი ამ დღესასწაულის მთავარი ატრიბუტია.
3) ამერიკა: ამერიკა, ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სახელმწიფო და მისი დამოკიდებულება ახალი წლის მიმართ, უზარმაზარი ნაძვის ხე ქალაქის ყველაზე პოპულალურ ადგილას და ის რიტუალები, რაც ამ ყველაფერს ახლავს თან არის ძალიან აღმაფრთოვანებელი, იქ ყოფნის ყოველი წამი კიდევ ერთხელ აგრძნობინებს ადამიანს, რომ ის ცოცხლობს და ცხოვრება მშვენიერია.
4) რუსეთი: უდიდესი სახელმწიფო , უმშვენიერს ქალაქებითა და მათი დამოკიდებულებით ახალიწლის დღესასწაულზე, ულამაზესი კრემლი კიდევ უფრო ლამაზდება 31-ი დეკემბრის ღამეს , როდესაც მის ფონს ამშვენებს უდიდესი ფეიერვერკი
5) კანადა: კანდა, სახელმწიფო, რომლის განვითარებაც უდიდესია, ეს ქვეყანა გასაოცრად გარდაიქმნება წინა საახალწლოდ, თითქოსდა თავი ულამაზეს სამეფოში გგონია, რომლის თავშიც სანტა დგას, ამ დროს მთელ ქალაქში იდგმება საახალწლო განათებები, იხსნება საშობაო ბაზრობები, ხოლო ის თოვლი, რომელიც მას ასე უხვად აქ ათჯერ უფრო ალამაზებს ამ ადგილებს.
ავტორი: ახალი გაზეთი