11 წლის მექსიკელს აინშტაინს ადარებენ
მექსიკელი 11 წლის გენიოსი, ლუის რობერტო რამირესი, რომლის ინტელექტსაც ალბერტ აინშტაინის ინტელექტს უტოლებენ, ამერიკის საელჩოში გასაუბრებაზე დაიბარეს, სადაც მისი ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლის საკითხს განიხილავენ.
მას ერთ-ერთი კოლეჯის სრული კურსის დასასრულებლად ათი კვირა დასჭირდა, რის შემდეგაც მას უფლება აქვს უნივერსიტეტში ჩააბაროს.
ლუისმა 47 საგნის გამოცდებიდან მხოლოდ ერთში მიიღო ცხრა ქულა, ყველა დანარჩენში კი - მაქსიმალური ათი.
პედაგოგებმა, რომლებიც ასეთ მაღალ შედეგს არ ელოდნენ , ტესტების მიხედვით ბავშვის IQ-ს კოეფიციენტი განსაზღვრეს და როგორც გაირკვა, რომ პატარა გენიოსის ინტელექტის დონე ალბერტ აინშტაინის ინტელექტის ტოლია. ეს კი თითქმის 160 ქულაა. ლუის რობერტოს ერთადერთი ოცნება ჰარვარდის უნივერსიტეტში კვანტური ფიზიკის შესწავლაა.
ავტორი: ასმათ ყურაშვილი