იპოთეკით დაზარალებულები: "ცხვრის ქურქში გახვეულ სამგლეთთან გვაქვს საქმე"
ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წინ არ წყდება იპოთეკით დაზარალებულ ადამიანთა აქციები, ისინი ხელისუფლებისაგან დაპირებული დაბალპროცენტიანი სესხების გაცემასა და გამოსახლების პროცესის შეჩერებას ითხოვენ.
არსებული სტატისტიკა საგანგაშოა: 2006 წლიდან განხორციელდა გამოსახლების 65 ათასი ფაქტი. 25 ათას ოჯახს იგივე ემუქრება. 300-მდე დაზარალებული სხვა ქვეყანას თხოვს თავშესაფარს. 90-მდე ადამიანმა თავი მოიკლა.
დაზარალებულთა მოთხოვნები დღეს ასეთ
სახეს იღებს:
გამოცხადდეს მორიტორიუმი, დაიწყოს
კერძო მევახშეობისა და სესხების
საქმეების გამოძიება. ხალხს
მიეცეს დაბალპროცენტიანი სესხი ოჯახების
გადასარჩენად. დაზარალებულები ითხოვენ
დასაქმებას, რათა შეძლონ პროცენტების გადახდა,
ან მიეცეთ
ვიზები, საზღვარგარეთ სამუშაოდ წასასვლელად.
"ნიუპრესს" დაუკავშირდა იპოთეკით დაზარალებული მარინა სუპატაშვილი, რომელიც მასავით დაზარალებულებთან ერთად იბრძვის იმ მოთხოვნების შესრულებისთვის, რომელიც დაპირებისამებრ უკვე უნდა განეხორციელებინა ხელისუფლებას. "შევარდნაძიდან დაიწყო ქვეყნის ნგრევა, მან იძულებითი წესით ფაბრიკა-ქარხნები წაგვართვა, შემდეგ მოვიდნენ "ნაციონალები", კლანი კლანს ჩაენაცვლა, სააკაშვილმა მევახშეობას ბიზნესი უწოდა და მევახშეობის ეპიდემია გაავრცელა. ამ ბიზნეს დღევანდელი ხელისუფლებაც აქტიურად აწარმოებს. ამ საქმით განსაკუთრებით პარლამენტარები არიან დაინტერესებულნი, რის გამოც ჭიანურდება ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება. დაზარალებულთა ჯგუფს დაგვპირდნენ სამსახურებს, დაბალპროცენტიან სესხებს, თუმცა პირობა პირობად რჩება,"- განაცხადა მარინა სუპატაშვილმა.
ხელისუფლების უმოქმედობით გაღიზიანებულ იპოთეკით დაზარალებულთა მღელვარებასთან ერთად იზრდება ბრალდებების და ბრალდებულთა ნუსხაც:
ბიძინა ივანიშვილის მიერ სამართლიანობის აღდგენის დაპირების შეუსრულებლობა, პარლამენტართა 60%-ის
მევახშეობა ან
მევახშეთა ლობირება,
მათი ნათესავებისა და სიდედრების ჩართვა საქმეში.
იპოთეკით დაზარალებულები საუბრობენ პარლამენტარების: აკაკი ბობოხიძის,
დავით საგანელიძის, კოტე და
პავლე კუბლაშვილების და
სხვადასხვათა მევახშეობაზე, ამბობენ, რომ
მათი ყველა
ბრალდება ფაქტებით
არის დადასტურებული: დავით საგანელიძის სიდედრს ხალხისთვის უამრავი ბინა
აქვს ჩამორთმეული მევახშეობით, რომ თინა ხიდაშელის დედაც აპროცენტებს ფულს
და მასაც
ჰყავს ოჯახები
გამოსახლებული და
რომ ივანიშვილიც გარეულია
მევახშეთა ლობისტების საქმეში.
იპოთეკით დაზარალებულთა ჯგუფის რაოდენობა
დღითი დღე
იზრდება. ოჯახების
გამოსახლება კვლავინდებურად აქტიურად მიმდინარეობს.
"როდესაც დავით საგანელიძეს კითხვით მივმართე, თუ რატომ იცავდნენ კერძო მევახშეებს, მათ ხომ ბიუჯეტში თანხა არ შეაქვთ, პასუხი ძალიან არაადეკვატური იყო-
"მერე შენ რა, იმას რომ ბიუჯეტში თანხა არ შეაქვს? როგორ თუ მერე რა, ხელისუფლება გვეუბნება, რომ ბიუჯეტში თანხა არ არის და ამიტომ ვერ აკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს. ჩვენ ბრძოლა კლანურ დაჯგუფებებთან გვიწევს, სადაც გაერთიანებული არიან ნოტარიუსები, აღმასრულებლები და პოლიტიკოსები. დღეს საქართველოში მევახშეობა ყველაზე სარფიანი პროფესიაა",-აცხადებს მარინა სუპატაშვილი.
ბოლო დროს
იპოთეკით დაზარალებულთა შორისაც გაჩნდა
აზრთა სხვადასხვაობა, რამაც გამოიწვია
ჯგუფური დაყოფა
და იქმნება
ერთმანეთთან დაპირისპირების ფონი.
მარინა სუპატაშვილი თვლის, რომ დარეჯან სულაქველიძე ერთ ერთი
იმათთაგანია, რომელსაც დაზარალებულთა შორის ლიდერობა უნდა,
მოქმედებს გავლენიან ადამიანთა
დაკვეთით და იმართება- აწეულ "დუღილის
ტემპერატურას" მუდმივად
აგდებს ძირს.
"ნიუპრესი" დაუკავშირდა დარეჯან სულაქველიძეს. „მე ვარ დაზარალებული და არ მიმაჩნია სწორად, რომ დაზარალებულთა შორის ვინმე ლიდერი იყოს. უბრალოდ, სუპატაშვილი არის ამბიციური და აქვს მსგავსი პრეტენზიები. მე მისგან განსხვავებით, საქმეს ვაკეთებ. ვიდრე სუპატაშვილი მოვიდოდა, მე ვუწევდი ორგანიზებას ხალხის შეკრებასა და აქციების ჩატარებას, ახლაც ასეა და რას მერჩის ქალბატონი მარინა, არ ვიცი“,-აცხადებს დარეჯან სულაქველიძე, რომელიც მის მიმართ გამოთქმულ სხვა ბრალდებებსაც პასუხობს. „ჩემი ხელისუფლებასთან ალიანსში ყოფნა?- ეს ძალიან სულელური ბრალდებაა, ნეტა კი ვიყო მათთან ალიანსში და მომაგვარებინა ჩემი და სხვა დაზარალებულების პრობლემები“,-ამბობს ის.
„სამი წელია
ქუჩაში ვდგავარ, დღე
და ღამე თხოვნით მივმართავ
ხელისუფლებას და
არ მიმაჩნია, რომ
ეს ამბიციაა.
არანაირი ჯგუფი
არ არსებობს, ქალბატონი
მარინა ჩამოგვშორდა და მხოლოდ ის მიპირისპირდება,
მას არანაირი გუნდი არ ყავს“,-აცხადებს სულაქველიძე.
იპოთეკით დაზარალებულთა ბრალდებებს ერთ-ერთი ადრესატი, საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
ნოდარ ებანოიძე
პასუხობს. "ნიუპრესის"
კითხვაზე, რამდენად ლეგიტიმურია იპოთეკით დაზარალებული პირების მოთხოვნები და რა შეიძლება გაკეთდეს ამ კუთხით, დეპუტატი პასუხობს: ,,მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლებელია, ვინ უნდა გასცეს ეს სესხები? სასესხო ბანკი გავაკეთოთ, თუ რა? ბიუჯეტი უკვე მკაცრად არის გაწერილი, ავდგეთ და საყოველთაო ჯანდაცვა მოვხსნათ, თუ რომელი პროგრამა გავაუქმოთ მათზე სესხების გაცემის სანაცვლოდ? ამ საკითხზე გარკვეული პერიოდი ჩემი ინიციატივით ჩავერთე, მაინტერესებდა მდგომარეობის დეტალური შესწავლა. დაახლოებით, 200 მილიონი ლარის ფარგლებში არსებული ქონება მხოლოდ საბანკო სექტორში აღსრულების პროცესშია, ჯამში კი ეს თანხა მილიარდს აჭარბებს, ამიტომ თუ ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ ამ ვალებს ბიუჯეტი მოერევა, მინდა, მათ ვუთხრა, რომ ჩვენ სახელმწიფო ვალები ვერ გაგვისტუმრებია, რომელიც 1995-1996 წლებში ძველი ბინათმშენებლობების და სხვა მიმართულებით ავიღეთ", -განაცხადა ნოდარ ებანოიძემ. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც იღებენ მსგავსი ტიპის სესხებს, ისინი გააზრებულად მიდიან ამ ნაბიჯზე და ამას მათ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს, თუმცა გარკვეული ტიპის რეგულაციებიების შემოღება საჭიროა, აცხადებს ებანოიძე. მისი თქმით: "ამ საკითზე მზადდება კანონპროეტქი პაატა კიკნველიძის მიერ, თავის დროზე, გედევავან ფოფხაძემაც შემოიტანა კანონპროექტი, ის გულისხმობდა, რომ 2014 წლის თებერვლამდე შეჩერებულიყო გამოსახლება, ფაქტობრივად, კანონად არ მიგვიღია, მაგრამ გამოსახლებები თებერვლამდე მართლაც შეჩერებული იყო", აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.
კითხვაზე, იყო თუ არა კოალიციის წინასაარჩევნო დაპირება იპოთეკით დაზარალებული პირების მოთხოვნების დაკმაყოფილება, რასაც ისინი დღესდღეობით აყენებენ, დეპუტატი აცხადებს ,,ასეთი დაპირება კოალიციის მხრიდან არ ახსენდება და პირადად მას არც ერთი მათგანისთვის მსგავსი ტიპის ილუზია არ შეუქმნია.
"მეტის მოთმენა
აღარ შეიძლება,
თუ არ
შეწყდება გამოსახლებები ვეღარავინ შეგვაჩერებს. დავიწყებთ აქციებს.
ყველაფერს დავარქმევთ სახელს და
ვამხელთ მათ,
ვინც მთელი
საქართველო მევახშედ
აქცია, გამოვავლენთ თაღლითობის კასკადის
ყველა სქემას"
-ასეთია იპოთეკით დაზარალებულთა გადაწყვეტილება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი