|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

Georgian Spring 2015 – Georgia 2015 - ძაღლების საერთაშორისო გამოფენა ქუთაისში

ქუთაისი  ქალაქის  დღესასწაულისთვის მზადებას  ტრადიციულად რამდენიმე თვით ადრე იწყებს, იგეგმება  ღონისძიებები და მზადდება შესაბამისი პროგრამა.  წელს სიახლეს წარმოადგენს   ძაღლების გამოფენა, რომელიც 2 და 3 მაისს გაიმართება.  „ნიუპრესი“  გამოფენის  ორგანიზატორებს ესაუბრა. 


Georgian Spring 2015 – Georgia 2015”   იმ შოუს სახელწოდებაა, რომელიც 2 და 3 მაისს სპორტის სასახლეში მოეწყობა. ქუთაისის სპორტის სასახლე ორი დღით ყველა ჯიშის ძაღლს დაიტევს.  იმისათვის, რომ მოქალაქეებს ძაღლების გამოფენა დაეთვალიერებინათ, გადასაწყვეტი ტექნიკური საკითხები იყო.  ქუთაისის მერიამ  ტენდერი გამოაცხდა.  მასშ ადგილობრივმა კინოლოგიურმა კლუბმა  „ტობე დოგს“ გაიმარჯვა.  

„ქუთაისში 2 მაისობათან დაკავშირებით ძაღლების გამოფენა გაიმართება. ტენდერის ღირებულება 15 ათას 348 ლარს შეადგენდა.    გამოფენა საერთაშორისო  სტანდარტების იქნება.   როგორც ვიცი, ყველა ჯიშის ძაღლი გამოდის“, – განაცხადა  კულტურის განყოფილების უფროსმა მირანდა კუპრავამ. 

„ტობე დოგს“ ქუთაისში ერთადერთი კინოლოგიური კლუბია,  რომელიც  გამოფენებს აწყობს. ორმაისობის ღონისძიება კი სხვა გამოფენებისგან განსხვავებული იქნება.  გამოფენებს ადრეც ვმართავდით , ოღონდ წინა გამოფენები იყო ეროვნული, ასეთი იყო 2012 წლის ორმაისობას,  ახლა კი  საერთაშორისო გამოფენას ვმართავთ“, – განგვიცხადა გამოფენის ორგანიზატორმა მინდია ყიფიანმა.

წელს ძაღლების საერთაშორისო გამოფენაზე პირველად იქნება წარმოდგენილი კავკასიური ნაგაზი- მთის ძაღლი, როგორც ქართული ჯიში. „საერთაშორისო გამოფენაზე ქართული მთის ძაღლი პირველად იქნება წარმოდგენილი. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ხდება ქართული მთის ძაღლის, როგორც ჯიშის წარმოჩენა.  უფრო მეტიც, ეს  წინგადადგმული ნაბიჯია  კინოლოგიისთვის და არის შესაბამისი ხელშეწყობა. გამოფენაზე  საშუალება მიეცემა  საზოგადოებას უკეთ გაიცნოს როგორც ქართული, ისე  უცხოური ჯიშები“, – აღნიშნა მინდია ყიფიანმა.

გამოფენაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მასში  ადგილობრივთან ერთად მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლებიც მიიღებენ.   „უცხოეთიდან 150– მდე ძაღლია დარეგისტრირებვული,  ადგილობრივია 60.  ვფიქრობ, საინტერესოდ ჩაივლის ეს ღონისძიება“, – აღნიშნა მინდია ყიფიანმა.

ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურში აღნიშნეს, რომ გამოფენის გამართვა ორმაისობას სპეციალურად დაამთხვიეს, რადგან ამ დღეს ქალაქში  უამრავ სტუმარს,მათ  შორის  ტურსიტებს ელოდებიან. „გვინდოდა, რომ  უფრო საინტერესოდ გაგვეხადა ქალაქის  დღეები.  ეს გამოფენა კი კარგი საშუალებაა დამთვალიერებლების დასაინტერესებლად, იმისათვის, რომ შემდეგში ისევ ეწვივონ ქალაქს“, – აღნიშნა კულტურის განყოფილების უფროსმა მირანდა კუპრავამ.

სპორტის სასახლეში ძაღლების საერთაშორისო გამოფენა ორ ნაწილადაა გაყოფილი „Georgian Spring 2015  და Georgia 2015“ . მსურველების ამა თუ იმ ჯიშის ძაღლით დაინტერესების შემთხევაში კითხვებზე პასუხებს წარმომადგენებისგან მიიღებენ. გამოფენაზე მიწვეულია ორი ექსპერტი,  ლუის კატალანი პორტუგალიიდან  და ენრიკო დუდი-  სან მარინოდან.  ორგანიზატორები საინტერესო დღეების პირობას იძლევიან. ძაღლების გამოფენაზე მხოლოდ მათი დათვალიერება იქნება შესაძლებელი.  


ავტორი: ანა ჯიქია