ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობამდე
ჩვენ ყველა მიწისზედა ციფრულ სატელევიზიო ქსელზე გადასვლას ველოდებით, რაც 2015 წლის 17 ივნისს უნდა დასრულდეს. ეს თითოეულ ოჯახში მიწოდებული სატელევიზიო სიგნალის გაუმჯობესებულ ხარისხს უზრუნველყოფს. პროცესის დასრულებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროა დარჩენილი, თუმცა საქართველოს მოსახლეობას მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ საკმარისი ინფორმაცია მაინც არ აქვს. აღნიშნულ საკითხზე ჩვენი მკითხველებისგან კითხვები მივიღეთ და გადავწყვიტეთ, ყველაზე ხშირად დასმულ რამდენიმე მათგანს ვუპასუხოთ:
როდის მოხდება მიწისზედა ციფრულ სატელევიზიო ქსელზე გადასვლა და ამის შემდეგ რა შეიცვლება ჩემთვის?
ციფრული
მაუწყებლობის სააგენტოს
ცნობით, საქართველოში
მიწისზედა ციფრულ სატელევიზიო
მაუწყებლობაზე გადასვლა 2015 წლის 17 ივნისს
დასრულდება.
ეს თარიღი
არის ბოლო
ვადა, როდესაც
ქვეყანაში ანალოგური
მიწისზედა სატელევიზიო
ქსელი უნდა
გაითიშოს. ციფრული სიგნალის მიღება რამდენიმე გზითაა
შესაძლებელი: ციფრული მიწისზედა
ანტენით, ციფრული
კაბელით, ინტერნეტით
ან სატელიტით.
თუ სატელევიზიო
სიგნალს სატელიტის
ან ინტერნეტის
საშუალებით იღებთ,
გაციფრულება თქვენზე
გავლენას ვერ
მოახდენს,
რადგან თქვენ უკვე ციფრულ სატელევიზიო სიგნალს იღებთ, ხოლო თუ
ანალოგურ მიწისზედა
სიგნალს იღებთ,
თქვენი გადასაწყვეტია, რა
საშუალებას აირჩევთ ციფრული სიგნალის მისაღებად.
რა განსხვავებაა ანალოგურ და ციფრულ სიგნალს შორის?
ანალოგური
ტელევიზიისგან განსხვავებით,
სადაც აუდიო
და ვიდეო სიგნალის
გადასაცემად მაგნიტური
ტალღები გამოიყენება,
ციფრული სიგნალი
ბაიტების საშუალებით
გადაიცემა. შედეგად
ვიღებთ ციფრულ
ინფორმაციას, რომელსაც
კრისტალურად სუფთა
გამოსახულება და
უმაღლესი ხარისხის
ხმა აქვს.
როგორც ვიცი, ციფრული სიგნალი 17 ივნისამდეც შემიძლია მივიღო. როგორ გავაკეთო ეს?
დიახ,
შეგიძლიათ. ზოგადად,
ციფრული სატელევიზიო
სიგნალი რამდენიმე
საშუალებით და
მათ შორის ანტენით,
სატელიტის, კაბელის
ან ინტერნეტის
მეშვეობით გადაიცემა.
სატელიტი ციფრული
სატელევიზიო სიგნალით
მთელ ქვეყანას
ფარავს. ასე
რომ, ციფრული
სიგნალით უკვე
შეგიძლიათ ისიამოვნოთ
სატელიტით და
სხვა ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებებით. ამისთვის
სულაც არაა
საჭირო, რომ
17 ივნისს დაელოდოთ.
გაციფრულების პროცესი მე როგორ შემეხება?
გაციფრულების
პროცესი ძირითადად
ეხება ხალხს,
რომელიც ანალოგური
მიწისზედა სიგნალის
მისაღებად ტელევიზორის ანტენას
იყენებს. სწორედ
ამ მიწისზედა
ქსელის გაციფრულება
ხდება. მათ
მოუწევთ, არჩევანი
გააკეთონ, თუ
რა გზით მიიღებენ
ციფრულ სიგნალს.
ხოლო თქვენთვის
არაფერი შეიცვლება,
თუ უკვე იღებთ ციფრულ
სიგნალს, მაგალითად,
სატელიტის მეშვეობით.
ავტორი: ნიუპრესი