ციფრული ტელევიზია - კომფორტული სიახლე
საქართველოს მოსახლეობა მიწისზედა ანალოგური ტელევიზიის ციფრულ სატელევიზიომაუწყებლობაზე გადასვლისათვის ემზადება. ზოგი მათგანი ახალ მოწყობილობებსაც ყიდულობს. სხვები კი ცვლიან პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც სატელევიზიო სიგნალს იღებენ. ტელევიზიის ციფრულ სატელევიზიოქ სელზე გადასვლის პროცესის დასრულება 17 ივნისისთვისაა დაგეგმილი. დათქმულ ვადამდე თვეზე ნაკლები დრო რჩება. თუმცა საზოგადოებაში მომავალ ცვლილებებზე ინფორმაცია არასაკმარისია. ამ საკითხზე ჩვენი მკითხველებისგან მივიღეთ კითხვები და გვინდა, რამდენიმე მათგანს ვუპასუხოთ:
-რას ნიშნავს მიწისზედა ტელევიზიის გაციფრულება?
-ციფრულ
სატელევიზიო ქსელზე გადასვლა არის პროცესი, რომლის დროსაც ანალოგური მიწისზედა სატელევიზიო
სიგნალი შეიცვლება ციფრული სატელევიზიო სიგნალით. შედეგად ვიღებთ სატელევიზიო სიგნალს,
რომელსაც უმაღლესი ხარისხის ხმა და გამოსახულება აქვს.
-რა შეიცვლება ჩემთვის გაციფრულების შემდეგ?
-ციფრულ
სატელევიზიოქსელზე გადასვლის შემდეგ
ტელევიზორის ყურება უფრო სასიამოვნო პროცესი გახდება, რადგან აღარ იქნება ხაზები ეკრანზე,
ხმის ხარვეზები ან სხვა მსგავსი პრობლემები, რომლებიცანალოგური მიწისზედა მაუწყებლობისათვის
იყო დამახასიათებელი.
-17 ივნისამდე მომზადება თუ ვერ მოვასწარი, სატელევიზიო
ჩვენებას დავკარგავ?
-ციფრულ
სატელევიზიომაუწყებლობაზე
გადასვლის შემდეგ, თუ თქვენ არ გექნებათ
ციფრული ტელევიზია ან სეთ–თოფ–ბოქსი, ტელევიზორის ყურებას ვეღარ შეძლებთ. თუმცა, თუ
ამჟამად ტელევიზორს სატელიტის ან ინტერნეტის (IPTV) მეშვეობით უყურებთ, 17 ივნისს თქვენთვის
არაფერი შეიცვლება.
-როგორ შემიძლია ციფრული სატელევიზიო სიგნალის მიღება?
-ზოგადად, ციფრული
სატელევიზიო სიგნალი გადაცემის ერთ პლატფორმაზე მიბმული არ არის. მისი მიღება განსხვავებული
გზებითაა შესაძლებელი და მათ შორისაა: ანტენა, სატელიტი, კაბელი და IPTV. სატელიტი და IPTV უკვე ციფრულია. თუ რომელიმე მათგანის
მომხმარებელი ხართ, თქვენ ციფრულ სიგნალს უვე იღებთ. თუ ციფრული სიგნალის მიღება მიწისზედა
ქსელის მეშვეობით გსურთ, მოგიწევთ იყიდოთ სეთ–თოფ–ბოქსი ან ტელევიზორი, რომელსაც სეთ–თოფ–ბოქსი
აქვს ჩამონტაჟებული.
-ციფრული სატელევიზიო სიგნალი სოფლებსა და მიუდგომელ
რეგიონებსაც დაფარავს?
-მიუდგომელ ტერიტორიებზე
ციფრული სატელევიზიო სიგნალის მიღება დამოკიდებულია პლატფორმაზე, რომლის მეშვეობითაც
სიგნალს იღებთ. მაგალითად, სატელიტურ სატელევიზიო სიგნალს ერთდროულად დიდი რაოდენობის
მაყურებლის დაფარვა შეუძლია განსხვავებულ გეოგრაფიულ არეალებში
და ქვეყნის ყველაზე მოშორებული რეგიონების მოსახლეობასაცმოიცავს. ამისათვის კი დამატებითი
ინვესტიციები საჭიროარაა. IPTV-ის შემთხვევაში კი სოფლების დაფარვა უფრო გაძნელებულია.
ავტორი: ნიუპრესი