15 ძალიან საინტერესო ფაქტი ემბრიონზე
1. 11 კვირის შემდეგ პატარა უკვე "დადის" საშვილოსნოს კედლებზე, ფეხებით დაცოცავს.
2. ბავშვი ჯერ კიდევ 9 კვირიდან იწყებს მიკაკუნებას, მაგრამ ჩვენ ვერ ვგრძნობთ, რადგან ძალიან პაწაწინაა და ძალაც ნაკლები აქვს მის კაკუნს.
3. 30 კვირიდან ბავშვი ამთქნარებს, 32-დან კი ხელებით თამაშობს.
4. ემბრიონს სასქესო ორგანო ერთნაირი აქვს გარეგნულად, მხოლოდ 12 კვირიდან, წანაზარდის დახრის კუთხის მიხედვით არკვევს სპეცისლისტი სქესს.
5. 16 კვირის ემბრიონის გული წუთში 146 დარტყმას ახორციელებს, ეს ორჯერ მეტია, ვიდრე მოზრდილი ადამიანების.
6. 24 კვირიდან პატარას აქვს უკვე შანსი, ნაადრევი მშობიარობის შედეგად გადარჩეს.
7. ბავშვების მხოლოდ 5% იბადება სპეციალისტების მიერ დადგენილ ვადებში.
8. 6-დან 11 კვირამდე ნაყოფი 5-ჯერ იზრდება, ამ დროს ფორმირდება კუჭი და თირკმელები.
9. 30-ე კვირაზეც კი გამოცდილი ექიმი ვერ გაარჩევს ერთმანეთისგან ადამიანის ემბრიონს მაიმუნის ან ღორის ემბრიონისგან, ისე ჰგვანან ერთმანეთს.
10. 22-ე კვირიდან იწყება ბავშვის გულისცემა.
11. ირსულობის მე-16 კვირიდან ბავშვი თითებს ატრიალებს და მუშტს კრავს.
12. 6 თვემდე პატარას ყველა ორგანო ჩამოყალიბებული აქვს და ამ დროის შემდეგ გრძნობები უყალიბდება.
13. ორსულობის 7 თვიდან ბავშვი იწყებს ხმოვანი, ტაქტილური და გემოვნებითი შეგრძნებების აღქმას.
14. დედის ხმა პატარას განსაკუთრებულად ესმის, დანარჩენი ხმები – საკმაოდ შეცვლილად.
15. მუცელში ბავშვს მხოლოდ დროის 10 პროცენტი ღვიძავს, დანარჩენი დრო სძინავს.
ავტორი: ნიუპრესი