|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პოლიტიკით ნაკარნახევი ხელოვნება

ქუ­თა­ი­სის ქუ­ჩებში, ჭავ­ჭა­ვა­ძის მიმ­დებარე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სებულ ბინის ფა­სა­დებზე, ელექ­ტრო­მე­ქა­ნი­კურ, თუ ლი­თო­ფო­ნის ქარხნის კედ­ლებზე დღემ­დე შე­მორ­ჩე­ნი­ლია საბჭო­თა მო­ზა­ი­კა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ხელოვ­ნების ნი­მუ­შები თა­ვი­სი  ში­ნა­არ­სით დღემ­დე არ კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლობას. რო­გორც ირ­კვე­ვა, საბჭო­უ­რი მო­ზა­ი­კა თა­ნა­მედ­რო­ვე ფსი­ქო­ლო­გი­ი­სა და ხელოვ­ნების­თვის უკ­ვე კარ­გად შეს­წავ­ლი­ლი ფე­ნო­მე­ნი­ა. 

4000 წე­ლია მო­ზა­ი­კა მსოფ­ლიო მას­შტაბით, რო­გორც ხელოვ­ნების ერთ-ერ­თი ფორ­მა არ­სებობს. გა­მომ­წვა­რი თიხის ნა­ტეხებით შე­ნობების, ბილი­კების კედ­ლების, ჭე­რი­სა, თუ ია­ტა­კის მო­პირ­კე­თება თან­და­თან სხვა­დასხვა ფე­რის კენ­ჭებმა და ფე­რად­მა მი­ნამ ჩა­ა­ნაც­ვლა. დრო­დად­რო მო­ზა­ი­კის ხელოვ­ნება გა­ფორ­მების ფარ­გლებს გას­ცდა და ში­ნა­არ­სობრი­ვად უფ­რო ღრმა ცხოვ­რებისე­უ­ლი დატ­ვირ­თვა შე­ი­ძი­ნა. ტაძ­რებზე გა­მოხატუ­ლი მო­ზა­ი­კის გარ­და, ზუს­ტი გე­ო­მეტ­რი­უ­ლი ფი­გუ­რებით გა­ფორ­მებული სცე­ნები მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­წი­ე­რი ცხოვ­რების ის­ტო­რიებსაც ატა­რებდა.

რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი ცნობებითა და დღემ­დე ცოცხალი მა­გა­ლი­თებით ვგებულობთ, მო­ზა­ი­კა, რო­გორც ხელოვ­ნების ერთ-ერ­თი ნი­მუ­ში არც ქარ­თუ­ლი ხელოვ­ნებისათ­ვის იყო უცხო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ მო­ზა­ი­კის პირ­ვე­ლი ნი­მუ­ში სო­ფელ ძა­ლი­სას მი­და­მოებში იქ­ნა მიკ­ვლე­უ­ლი, სა­დაც აღ­მო­ჩე­ნილ ნა­ქა­ლა­ქარ­ში აბანოს ია­ტა­კი მო­ზა­ი­კით იყო მო­კირწყლუ­ლი, რო­მე­ლიც დაახლოებით ახ. წ. აღ. მე-3 სა­უ­კუ­ნის და­საწყისით თა­რიღ­დება.

მოგ­ვი­ა­ნებით, საბჭო­თა პე­რი­ოდ­ში მო­ზა­ი­კუ­რი ფი­გუ­რები უფ­რო მა­სი­უ­რი და აქ­ტი­უ­რი გახდა.  ამავ­დრო­უ­ლად, ხელოვ­ნების ეს ფორ­მა თვი­თონ ხელოვ­ნებას გას­ცდა და მა­შინ­დე­ლი წყობილების იდე­ო­ლო­გი­ას უფ­რო ასახავ­და ვიდ­რე თა­ვი­სუ­ფა­ლი ბუნების შე­მოქ­მე­დებას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვხვდებით სხვა­დასხვა საბჭო­ურ სიმბოლოებს, რომ­ლებიც დღემ­დე კა­მა­თის სა­გა­ნია და აზ­რთა მრა­ვალ­ფე­როვ­ნებას იწ­ვევს. თვი­თონ სიტყვა საბჭო­თა სიმბოლი­კა მო­ზა­ი­კურ ფი­გუ­რებთან მი­მარ­თებაში კრი­ტი­კუ­ლი შეხედუ­ლებებით ხასი­ათ­დება. მა­შინ­დე­ლი დრო­ის პო­პუ­ლა­რუ­ლი ფი­გუები რო­გო­რი­ცა­ა: წი­თე­ლი ვარ­სკვლა­ვი, ნამ­გა­ლი და ურო მზე და დე­და­მი­წის გუ­ლი - ისე­თი თე­მებია, რომ­ლებიც თვი­სობრი­ვად შე­იძ­ლება ნების­მი­ერ ხელოვ­ნებაში იქ­ნეს გა­მოხატუ­ლი.

ნამ­გა­ლი და ურო არა მხოლოდ  მრა­ვა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მუ­ნის­ტუ­რი, თუ სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის კარ­გად აპ­რობირებული სიმბოლი­კა­ა, არა­მედ ასე­ვე, გა­მო­სახულია ავ­სტრი­ის დღე­ვან­დელ სახელ­მწი­ფო გერბზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფი­გუ­რები საბჭო­ურ კუთ­ვნი­ლებას და გა­მო­გო­ნებას ნამ­დვი­ლად არ წარ­მო­ად­გენს. საქ­მე იმა­ში­ა, რომ მო­ზა­ი­კა ეს იყო ხელოვ­ნება, ხელოვ­ნების და­მახასი­ა­თებელი სიმბოლი­კით, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რად გა­მოიყენეს და შე­მოქ­მე­დების აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლება  პო­ლი­ტი­კუ­რი ნების გამ­ტა­რი გახდა.  მხატ­ვარ­თა კავ­ში­რის ქუ­თა­ი­სის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავმჯდომარე გი­ორ­გი კიკ­ვაძე ამბობს: „მა­შინ­დელ არამხოლოდ მო­ზა­ი­კურ ხელოვ­ნებაში, არა­მედ შე­მოქ­მე­დების ნების­მი­ერ ხელოვ­ნებაში ვხედავ­დით სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი შრო­მის გმი­რებს, ქა­ლებსა და კა­ცებს. ზო­გა­დად აგი­ტა­ცია-პრო­პა­გან­და იყო ყვე­ლა­ფერ­ში: პო­ე­ზი­ა­სა და მუ­სი­კა­ში, მხატ­ვრობაში. საბჭო­თა კავ­შირ­ში ყვე­ლა­ფე­რი პო­ლი­ტი­კით იყო ნა­კარ­ნახევი. ამავ­დრო­უ­ლად, ხელო­ვა­ნი ხალხი მა­ინც ქმნი­და ღი­რებულ და ნამ­დვი­ლი ში­ნა­არ­სის მქო­ნე ხელოვ­ნების ნი­მუ­შებსაც, თუმ­ცა მცი­რე რა­ო­დე­ნობით".

გი­ორ­გი კიკ­ვაძის თქმით, საბოლოო ჯამ­ში ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც იმა­ზეა და­მო­კი­დებული, რო­გორ აღ­ვიქ­ვამთ მოვ­ლე­ნას, რად­გან ნების­მი­ე­რი რამ შე­იძ­ლება ორ­გვა­რად  იქ­ნეს აღ­ქმუ­ლი: „ხუთ­ქი­მი­ა­ნი ვარ­სკვლა­ვი, რო­გორც პენ­ტაგ­რა­მა, რო­მელ­საც ბნე­ლი ორ­გნი­ზა­ციები იყენებენ, ამობრუ­ნებული ეშ­მაკს გა­ნა­სახიე­რებს. თუმ­ცა მე­ო­რე მხრივ არ­სებობს კი­დევ „ვარ­სკვლა­ვა", რო­მე­ლიც ღმერ­თმა შექ­მნა და წყლის ქვეშ და­დის. არ მგო­ნია კო­მუ­ნის­ტებს ეს ვარ­სკვლა­ვი ამ კუთხით გა­მოეყენებინათ, რად­გან ისი­ნი ნამ­დვი­ლად პენ­ტაგ­რა­მას ასახიე­რებდნენ. ნების­მი­ე­რი სიმბოლი­კა იმა­ზეა და­მო­კი­დებული ვინ რო­გორ გა­მოიყენებს."

სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი შრო­მის გმირ­თა ფი­გუ­რები, თუ­კი ნათ­ლად გა­მოხატავ­და კო­მუ­ნის­ტუ­რი შრო­მის იდე­ას, რო­გორც ირ­კვე­ვა, მა­ში­ნაც ას­რუ­ლებდა ფა­რუ­ლი აგი­ტა­ცი­ის როლს. დღეს თა­ნა­მედ­რო­ვე ენა­ზე ამას ფა­რულ რეკ­ლა­მას ვუ­წო­დებთ.

საბჭო­თა პე­რი­ოდ­ზე და მა­შინ­დე­ლი აგი­ტა­ცი­ის ხერხებზე ქუ­თა­ი­სის მო­სახლეობა პი­რა­დი დაკ­ვირ­ვების შე­დე­გად და­ფიქ­სი­რებულ ფაქ­ტებსაც გვი­ზი­ა­რებს. ასე მა­გა­ლი­თად, მოს­კოვ­ში ერთ-ერ­თი მეტ­როს კე­დელ­თან მო­ზა­ი­კით გა­მოხატულ ტოტ­ზე ფოთ­ლები და­უთ­ვლი­ათ, სა­დაც მარცხენა და მარჯვე­ნა ნა­პი­რებზე შვიდ-შვი­დი და თავ­ში ერ­თი დი­დი ფო­თო­ლი აღ­მოჩ­ნდა. ეს ფაქ­ტი კი იმ თხუთ­მეტ რეს­პუბლი­კას შე­ა­და­რეს, რო­მელ­საც მთლი­ა­ნად საბჭო­თა კავ­ში­რი ერ­ქვა. მიუხედა­ვად აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, რო­გორც ირ­კვე­ვა სა­ზო­გა­დოება იდე­ო­ლო­გი­უ­რი მოძ­ღვრების მიღ­მა კე­თილ და სას­არგებლო აგი­ტა­ცი­ა­საც კი­თხუ­ლობდა. ასეთ სიმბოლი­კად ე.წ „გა­დაშ­ლი­ლი წიგ­ნი" მი­აჩ­ნი­ათ, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახლდათ საბჭო­თა პე­რი­ოდ­ში.

რო­გორც ირ­კვე­ვა, თა­ნა­მედ­რო­ვე დრო­ის ფსი­ქო­ლო­გები კარ­გად იც­ნობენ მა­შინ­დე­ლი რეჟიმის სის­ტე­მას და სა­ზო­გა­დოებაზე მარ­თვის პო­ლი­ტი­კურ ფე­ნო­მენს, რო­მე­ლიც უმაღ­ლეს დო­ნე­ზე იქ­მნებოდა და სა­ო­ცარ ეფექ­ტებსაც აღ­წევ­და. რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი გო­ჩა გი­ორ­გი­ძე ამბობს: „ხელი­სუ­ფა­ლი რა პე­რი­ო­დიც არ უნ­და ყოფი­ლიყო, ყოველ­თვის იყენებდა სხვა­დასხვა სტრა­ტე­გი­ას - ემარ­თა სა­ზო­გა­დოება. პოს­ტსაბჭო­თა სივ­რცე, რო­მელ­საც ბევ­რი თვალ­ზე ცრემ­ლით და ბევ­რიც გულ­ში რისხვით იხსე­ნებს, აბსო­ლუ­ტუ­რად სხვა ცხოვ­რება გახლდათ. ეს იყო სრუ­ლი­ად ჩა­კეტ­ლი სივ­რცე. ასე­თი იზო­ლი­რებით მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობდნენ მო­სახლეობას არ ჰქო­ნო­და შეხება იმ გა­მოც­დი­ლებას­თან, რა­საც დე­მოკ­რა­ტიუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტები ერ­ქვა." ფსი­ქო­ლო­გის თქმით, საბჭო­თა ლი­დე­რები ცდი­ლობდნენ ადა­მი­ანებს თა­ვი ბედ­ნი­ე­რ­ად ეგ­რძნოთ. თუმ­ცა ეს ბედ­ნი­ე­რება არ იყო თა­ვი­სუ­ფა­ლი, რად­გან  სა­ზო­გა­დოებას ყოველ­თვის ჰქონ­და მიჯაჭ­ვუ­ლობა ხელი­სუფ­ლების მი­მართ. „სა­ზო­გა­დოება გულ­წრფელ სიყვა­რულ­საც უძ­ღვნი­და ხელი­სუფ­ლებას. თუმ­ცა ეს ში­შის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი სიყვა­რუ­ლი იყო. მა­შინ არ­სებობდა მო­საზ­რება, თუ არ უყვარხარ, უნ­და გე­ში­ნო­დეს მა­ინც. მე ვამბობ, რომ ში­ში არ ქმნის სიყვა­რულს, ეს ილუ­ზი­ა­ა. უბრა­ლოდ, იმ­დე­ნად კარ­გად მუ­შაობდა მაშ­ინდე­ლი იდე­ო­ლო­გი­უ­რი მან­ქა­ნა, რომ მსგავ­სი შეგ­რძნებებს უყალიბებდა ადა­მი­ა­ნებს".

21-ე სა­უ­კუ­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა, ფსი­ქო­ლო­გების აზ­რით, უფ­რო მეტ სა­შუ­ა­ლებას იძ­ლე­ვა მო­სახლეობაზე ზეგ­ავ­ლე­ნის მოხდე­ნის მიზ­ნით. ეს იქ­ნება უბრა­ლოდ რო­მე­ლი­მე ნივ­თის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის შექ­მნი­ლი რეკ­ლა­მა, თუ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო აგი­ტა­ციები, რო­მელ­თა გა­მოხატ­ვის და სა­ზო­გა­დოებამ­დე მი­ტა­ნის ათას­გვა­რი ხერხი არ­სებობს.

ერთ-ერ­თი გავ­რცე­ლებული PR ტექ­ნო­ლო­გიებია, რომ­ლის სამ­შობლოდ ამე­რი­კა ით­ვლება. დღეს PR ტექ­ნო­ლო­გიები უკ­ვე სქარ­თვე­ლო­შიც საკ­მა­ოდ ადაპ­ტი­რებული მე­თო­დი­ა.  PR ტექ­ნო­ლო­გიებში გარ­კვე­უ­ლი დე­ფი­ნი­ციებია, კერ­ძოდ განსხვა­ვებები შავ და თეთრ პი­არს შო­რის.

რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ა­ლობა გვკარ­ნახობს, დღე­ვან­დე­ლი PR კამ­პა­ნია აღარ ატა­რებს მკვეთ­რად გა­მოხატულ საბჭო­ურ მე­თო­დებს და უკ­ვე სა­ზო­გა­დოებრი­ვი აზ­რით ინ­ტე­რეს­დება. რო­გორც გი­ორ­გი კიკ­ვაძე ამბობს: „21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ხელო­ვა­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი­ა".

რო­ცა საბჭო­თა კავ­შირ­მა კრახი გა­ნი­ცა­და 1991 წელს, პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ი­ცა გან­კარ­გუ­ლება საბჭო­თა სიმბოლი­კის გა­ნად­გუ­რების შე­სახებ. მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებელი რეს­პუბლი­კის ახალი ხელ­მძღვა­ნე­ლობა ამ გზით საბჭო­თა წარ­სუ­ლის კვა­ლის წაშ­ლას ცდი­ლობდა. ამ სა­კითხთან მი­მარ­თებაში აზ­რთა სხვა­დასხვაობა არ­სებობს. სა­ზო­გა­დოების ერ­თი ნა­წი­ლის აზ­რით, მნიშ­ვნე­ლობა არ აქვს რო­მელ ეპო­ქა­ში შე­იქ­მნა ხელოვ­ნების ესა თუ ის ნი­მუ­ში, ხელოვ­ნება ხელოვ­ნებაა და წარ­სუ­ლის უგუ­ლებელყოფა და­უშ­ვებელი­ა.

ავტორი: ანა ჯანაშია