|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სექტემბერში დოლარი კიდევ უფრო გაძვირდება

სულ უფრო მეტი ამერიკელი პოულობს სამუშაო ადგილს, იზრდება ხელფასებიც, რაც ნიშნავს, რომ მეტს დახარჯავენ და დოლარი გამყარდება, ხოლო სხვა ვალუტები, გაუფასურდება. აშშ-ის ვალუტა სამი კვირაა, ზედიზედ მყარდება, მიზეზი კი პოზიტიური სტატისტიკური ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვით, ქვეყანაში 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, უმუშევრობის დონემ ბოლო შვიდი წლის მინიმუმი შეადგინა, გაიზარდა საათობრივი ანაზღაურება, საცალო გაყიდვებმა კი ივლისში წინა თვესთან შედარებით 0,3 პროცენტით მოიმატა. როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, ეკონომიკური გააქტიურების ფონზე ფედერალური რეზერვები სექტემბერში რეფინანსირების განაკვეთს გაზრდის, რაც დოლარის გაძვირებას გამოიწვევს.„ბლუმბერგის“ დოლარის ინდექსმა, რომელიც ამერიკულ ვალუტის კურსს ათ სხვა ძირითად ვალუტასთან შესაბამისობაში ადგენს, ზრდა ჯერ კიდევ გასული კვირის დასაწყისიდან დაიწყო (0,3%-ით), ხოლო პარასკევს ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ წელს დოლარი ევროსთან მიმართებაში 10%-ით, იაპონურ იენასთან კი - 3,7 %-ით გამყარდა. ექსპერტების მოსაზრებით, წლის ბოლოსთვის 1 ევრო-1,06 დოლარი, 1 დოლარი- 125 იენა ეღირება. 

წამყვან ვალუტებთან ერთად დოლართან მიმართებაში გაუფასურდა ავსტრალიის, კანადის და ახალი ზელანდიის ეროვნული ფული, ასევე განვითარებადი ქვეყნების ვალუტებიც, მათ შორის, ქართული ლარი, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში 1,5%-ით გაუფასურდა და დოლართან მიმართებაში 2,30 ლარი შეადგინა.

წყარო:bpn.ge

ავტორი: ნიუპრესი