რა უნდა უყიდოთ ბავშვს ბაღისთვის? - აუცილებელი ნივთები
საბავშვო ბაღში პირველად შედიხართ? როგორ უნდა მოემზადოთ და რა უნდა იყიდოთ - წარმოგიდგენთ აუცილებელი ნივთების ჩამონათვალს
1. ნუ შეიძლენთ ბაღისთვის ძვირიან ტანსაცმელს - შეიძლება დალაქავებული მოიტანოს სახლში ან სულაც დაკარგოს
2. შეიძინეთ რეიტუზები - 5 ცალი და წინდები.
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი. სასურველია ნატურალური მასალის და ე.წ. "ფხრიწიანი" შესაკრავით. ბავშვმა მასში დღის უმეტესი ნაწილი უნდა გაატაროს.
4. პრაქტიკული ტანსაცმელი, რომელშიც ბავშვი თავს კომფორტულად იგრძნობს. უპირატესობა რბილ და მსუბუქ ქსოვილებს მიანიჭეთ. ამ ასაკის ბავშვს უბრალო, მოხერხებული და ბევრი სამოსი უფრო სჭირდება, ვიდრე მოდური და ძვირფასი.
5.
საღამურები
6.
ცხვირსახოცები,
სველი ხელსახოცები და ქაღალდის ხელსახოცები.
7.
გოგონასთვის
მოიმარაგეთ
თმის სამაგრები და რეზინები, ხომ იცით, რაც არ უნდა ბევრი გქონდეთ, ზუსტად დილით, ბაღში წასვლის წინ ქრებიან.
8.
პატარა
პირსახოცები.
9. საცვლები - 6-7 წყვილი მაინც აუცილებლად უნდა გქონდეთ, რადგან შესაძლოა ბაღში გამოსაცვლელის ტარებაც დაგჭირდეთ.
10. წინასწარ იზრუნეთ ჟაკეტებსა და ჟილეტებზე. შეიძლება ისე მოულოდნელად აგრილდეს, რომ სეზონური საყიდლები ვერ მოასწროთ.
ავტორი: ნიუპრესი