ყველაზე ცნობილი 11 აკრძალული წიგნი
ფართო აუდიტორიის წასაკითხად გამიზნული თითოეული წიგნი ადრე თუ გვიან აუცილებლად გადის რაიმე სახის ცენზურას. რა თემასაც არ უნდა ეხებოდეს ნაწარმოები - იქნება ეს რელიგია თუ პოლიტიკა, ფანტასტიკა თუ ოჯახური ურთიერთობები. ცენზურა უცილობლად დასჯის თავხედ და არაკორექტულ ავტორს, მაგრამ ყველასათვის ცნობილია გამოთქმა - "აკრძალული ხილი ტკბილიაო", ამიტომ აკრძალული ნაწარმოებების ავტორები ყოველთვის პოულობდნენ რაიმე გზას, რათა მკითხველამდე მიეტანათ თავიანთი შემოქმედების ნაყოფი და გაეხარებინათ ისინი.
რომელია თერთმეტი ცნობილი წიგნი, რომლებიც ცენზურამ თავის დროზე აკრძალა? მიუხედავად ამისა, ისინი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობენ მკითხველთა რიგებში.
აკრძალული წიგნების თერთმეტეული ასე გამოიყურება:
"იისფერი ყვავილები"-ელის უოკერი - "მე ვუყურებ სოფიას და ვფიქრობ, როგორ არის ის აქამდე ცოცხალი? მათ გახვრიტეს მისი თავის ქალა, ჩაუმსხვრიეს ნეკნები, მოაგლიჯეს ცხვირი, ამოთხარეს ერთი თვალი, ამოაძრეს ენა....ის ისეთი ლურჯია, როგორც ბადრიჯანი"...
ელის უოკერის რომანი" იისფერი ყვავილები" მოგვითხრობს შავკანიან გოგონა სელიაზე. სელია წერილებს წერს თავისი ცხოვრების შესახებ და ამ წერილების ადრესატი ღმერთია. მცირეწლოვანი სელია გააუპატიურა მამინაცვალმა, შემდეგ ის გაათხოვეს ასაკით ბევრად უფროს მამაკაცზე, რომელიც გამუდმებით სცემდა და შეუარცხყოფდა მას. წიგნი გვიჩვენებს სასტიკ სამყაროს, დანახულს შავკანიანი გოგონას თვალით. რომანი აკრძალული იქნა ძალადობის მეტად ნატურალურად აღწერის, ავტორის დაინტერესებით რასობრივი საკითხებით და ზედმეტად დეტალურად გადმოცემული სექსუალური სცენების გამო.
"მე ვიცი, რატომ მღერის ჩიტი გალიაში"-მაია ენჯელოუ - ეს არის ავტობიოგრაფოული ხასიათის ნაწარმოები მაია ენჯელოუს ცხოვრების ადრეულ წლებზე. ის გვიამბობს, თუ როგორ შეიძლება დაძლიო ცხოვრების მიერ მოყენებული უდიდესი ტრავმა სულის სიძლიერის და ლიტერატურის სიყვარულის წყალობით. ენჯელოუმ აღწერა თავისი ცხოვრება 3-დან 17 წლის ასაკამდე, როცა ის სტაპსში, არკანზასში ცხოვრობდა. ავტორი ყურადღებას ამახვილებს რასობრივ სიძულვილსა და არაადამიანურ სისასტიკეზე. წიგნი აკრძალული იქნა ძალადობის მეტად გულახდილი სცენების, ჰომოსექსუალიზმის და ბინძური ლექსიკის გამო.
"მოკალი მოლაღური" - ჰარპერ ლი - 1960 წელს გამოქვეყნებული ჰარპერ ლის რომანი "მოკალი მოლაღური" სწრაფად გახდა პოპულარული, ისე რომ მან ცოტა ხანში პულიცერის პრემიაც კი მიიღო. ამ არნახულმა წარმატებამ განაპირობა ის, რომ წიგნი აღიარეს ამერიკული ბელეტრისტიკის კლასიკად. წიგნი სავსეა იუმორით და ამავე დროს რასიზმის, ძალადობის და უბიწოების დაკარგვასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემებით. თუმცა ნაწარმოების გარშემო არაერთხელ ატეხილა მითქმა-მოთქმა რასობრივი ჩაგვრის, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის და უხეში, ჟარგონული ენის გამო.
"საოცარი ახალი სამყარო"- ოლდოს ჰაკსლი - ოლდოს ჰაკსლის საკმაოდ ცნობილი რომანი მოგვითხრობს ნარკომანების ბრბოდ გადაქცეულ საზოგადოებაზე. წიგნის მოქმედება მომავალში ხდება- მომავალში, სადაც ახალგაზრდობა დასაღუპადაა განწირული. რომანი წარმოადგენს პაროდიას უტოპიურ საზოგადოებაზე და სავსეა ახალგაზრდების მიმართ სიძულვილითა და ცინიზმით. წიგნი აკრძალული იქნა მასში ნარკოტიკების, სექსუალიზმის და თვითმკვლელობების შესახებ არსებული თემატიკის გამო. რომანში ფსიქოლოგიური პრობლემები ერთი შეხედვით უწყინარი ნარკოტიკების საშუალებებით წყდება, ხოლო პორნოგრაფიულ ფილმებს ისე არიგებენ, როგორც შოკოლადის კანფეტებს.
"1984" - ჯორჯ ორუელი - 1984"-ესაა რომანი განწირულ უიმედო მომავალზე, საითკენაც მიისწრაფის საზოგადოება. ესაა სამყარო, სადაც არაა სიტყვის და სინდისის თავისუფლება, არაა სამართალი და პატიოსნება. ჯორჯ ორუელის რომანი აკრძალული იქნა აშშ-ის ლიტერატურის ასოციაციის მიერ ბნელი, ტოტალიტარული ხელისუფლების და ცენზურის მიმართ აღფრთოვანების გამოხატვის გამო. წიგნი ასევე კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა სექსუალური სცენების ღიად აღწერისთვისაც.
აშშ-ში ის არაა აკრძალული, თუმცა ბევრი აკრიტიკებს მას ბავშვსა და მოზრდილ ადამიანს შორის სექსუალური ურთიერთობის ღიად ჩვენების გამო.
"უფსკრული ჭვავის ყანაში"-ჯერომ სელინჯერი - სელინჯერის ეს ცნობილი ბესტსელერი 1951 წელს გამოვიდა. რომანი მოგვითხრობს 16 წლის ჭაბუკის ცხოვრების სამ დღეზე. ეს არის გულწრფელი გამოხატულება მოზარდის დეპრესიისა და აგრესიული ქცევებისა უფროსების მიმართ. ბევრი აკრიტიკებდა წიგნს იმის გამო, რომ ზოგიერთ თინეიჯერს შესაძლებელია მაგალითი მისი მთავარი გმირისაგან, ჰოლდენისასაგნ აეღო. კამათი ამ ნაწარმოების შესახებ დაიწყო 1960 წელს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი კოლეჯის დირექტორმა სამსახურიდან დაითხოვა პედაგოგი, რომელიც უფროსკლასელებს ამ წიგნს ასწავლიდა. წიგნი აკრძალული იქნა ძალადობის, სექსის, სლენგისა და საყოველთაოდ მიღებული მორალის წესების ეჭვქვეშ დაყენების გამო.
Mein Kampf ("ჩემი ბრძოლა")-ადოლფ ჰიტლერი - „ჩემი ბრძოლა“ (გერმ. Mein Kampf) — ადოლფ ჰიტლერის ავტობიოგრაფიული ნაშრომია, რომელიც მან 1925-1926 წლებში გამოსცა.
წიგნში ავტორი თავის მოღვაწეობასა და 1900-1924 წლებში ევროპის პოლიტიკურ-ეკონომიკურ სიტუაციაზე საუბრობს. იგი აქტიურად ეხება პირველი მსოფლიო ომის თემასაც, რომელშიც გერმანიის დამარცხების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად კომუნიზმს თვლის, რომელმაც გერმანია 1918 წლის შემოდგომაზე მოიცვა. ჰიტლერი გერმანიის მძიმე მდგომარეობაში ყოფნის მიზეზებს ებრაელებს აბრალებს, რომელთა მთავარი მიზანი, მისი აზრით, ქვეყნის გაძარცვაა, ქვეყნის გარე მტრებად კი ავტორს დასავლეთის ქვეყნები და საბჭოთა კავშირი მიაჩნია.
წიგნში მოცემული მასალა მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ იდეოლოგიად იქცა. ნათლად ჩანს ავტორის ანტისემიტიზმი. მაგალითად, იგი დასაბუთებით ამტკიცებს, რომ საერთაშორისო ენა ესპერანტო ითვლება ებრაულ შეთქმულებად. ჰიტლერი იყენებდა ძირითად თეზისებს, იმ დროისთვის საკმაოდ პოპულარული იდეოლოგიიდან „ებრაული მუქარის“ შესახებ, რომელიც იუწყებოდა ებრაელების მიერ „მსოფლიოს მონოპოლური დაპყრობის“ შესახებ. წიგნი აკრძალული იყო მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მასში გადმოცემული არაჰუმანური მსოფლმხედველობისა და ანტისემიტიზმის გამო.
წყარო:intermedia.ge
ავტორი: ნიუპრესი