|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„გაქცევა არ ნიშნავს გამოსავალს“

 31 წლის ნელიკოს ძალიან უყვარს ზღვა, სეირნობა, საკუთარი პროფესია და მეგობრები. იგი ექიმია და ამბობს, რომ  მთლიაანდ დებს საკუთარ თავს ამ პროფესიაში. მძაფრი ემოციები, ენერგიები იზიდავს... საქართველოდან მუდმივად წასვლაზე არ ფიქრობს, რადგან მიაჩნია, რომ რადგან ლესბოსელია, გაქცევა არ არის გამოსავალი.  „ნიუპრესი“ მას სწორედ ამ პრობლემებზე ესაუბრა.


- როდის აღმოაჩინეთ თქვენი განსხვავებული ორიენტაცია?


- არ ვფიქრობ, რომ ეს განსხვავებული ორიენტაციაა.  დაახლოებით 22 წლის ასაკში მივხვდი, რომ ეს უბრალოდ ისაა, რაც შენშია..   

- როგორია ცხოვრება საქართველოში თქვენთვის?  

- ვცდილობ, ვიყო საზოგადოების ჩვეულებრივი წევრი. თუმცა, საქართველოში ყოველთვის ხაზგასმაა, რომ "ჩემნაირები" როგორ არსებობენ... 

- რა ტიპის პრობლემებს აწყდებით?

-პრობლემებს ალბათ იმიტომ არ ვაწყდები, რომ ვიზუალურად მასისთვის ჩემი არსებობა ჩვეულებრივი მომენტია, როგორც ყველა ქალის... არ მაქვს განსხვავებული, ან განსაკუთრებული ვიზუალი, რომელიც მნიშვნელოვან ყურადღებას მიიქცევს. საზოგადოებისთვის ვარ ალბათ, როგორც ყველა ჰეტერონორმატიულ ტალღებზე არსებული გოგონა...       

-ვინ გეხმარებათ პრობლემების დაძლევაში?

-პრობლემებს თავად ვუმკლავდები...     

- თუ გამხდარხართ ძალადობის მსხვერპლი?

- კი, პარტნიორის და მისი მეგობრების მხრიდან. ეს იყო ჩვეულებრივი შიშის მომენტი პარტნიორში, რომ არაფერი ეეჭვათ მის მეგობრებს (რადგან აგრესიულები იყვნენ ასეთი საკითხების მიმართ) მისი მეგობრებიც და ისიც თავად, ფიზიკურად შემეხო. მან ყველას თვალწინ წამომაძახა, რომ ავადმყოფი ვარ და საჭიროა მკურნალობა და ათასი სისულელე...

- თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ შეიცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება?

- საზოგადოება რომ შეიცვალოს, ჯერ თავად ადამიანმა უნდა შეცვალოს დამოკიდებულება პირველ რიგში, საკუთარ თავთან. რა უნდა მოსთხოვო საზოგადოებას, როცა თვითონ თემის წევრი შეიძლება ამ საზოგადოებაზე უარესი იყოს...                                     

- რას ეტყოდით ხალხს, საზოგადოებას ?

- ხალხს, ალბათ, მხოლოდ იმას ვეტყვი, რომ ყველა ადამიანი ერთმანეთისგან განსხავებულია და ყველას ვერ მოსთხოვ იმას, რაც თავად გსურს... ვეტყოდი იმასაც, რომ იყვნენ ცოტა ლმობიერები და თავისუფლები...  თუ ყველა მივხედავთ საკუთარ თავს, უფრო უკეთესი იქნებოდა... 

- გიფიქრიათ თუ არა საქართველოდან წასვლაზე?

- მუდმივად აქედან წასვლაზე, ალბათ, არასდროს. გაქცევა არ ნიშნავს გამოსავალს... უბრალოდ ადგე და წახვიდე, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ბევრად უკეთაა. აქ ბევრი სასურველი ადამიანი რჩება, რომლებსაც უბრალოდ არც/ვერც დავტოვებ...სურვილი ზოგჯერ ჩნდება, მაგრამ არა მუდმივი წასვლით...   

- რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

- დიდი ოცნებები არ მაქვს. ისინი ძალიან მარტივი და მცირედია იმდენად, რომ ადამიანს შეიძლება გაეცინოს... ის, რომ ვარ ლესბოსელი ქალი, არ ნიშნავს, რომ მთელი ჩემი ოცნება შეიძლება მხოლოდ საკუთარ ორიენტაციაზე იყოს აგებული... ადამიანური ოცნებებია ეს - ასრულებადი და მცირედი...

 

პროექტის მხარდამჭერია „ქალთა ფონდი“ საქართველოში.



ავტორი: ია ბობოხიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა