|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ გააპარეს ქუთაისიდან მიხეილ სააკაშვილი

ქუთაისში, ,,ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ, პრეზიდენტის დადაგომის მომხრეთა აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა შენობაში შესულ მიხეილ სააკაშვილს გარეთ გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცეს. ისინი პრეზიდენტის გამოსვლას ოფისთან ელოდებოდნენ. რომელიც შენობიდან „ნაციონალების“ ლიდერებმა გააპარეს.

აქციის მონაწილეების ნაწილი განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ფანჯრიდან გადმოაპარეს. ნაწილი კი ამბობს, რომ პრეზიდენტი, სწორედ მაშინ გაიყვანეს, როცა აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება დაიწყო.

ხმაური და დაპირისპირება განსაკუთრებით მაშინ გამძაფრდა, როდესაც  „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან ქუთაისის ყოფილი მერი გია თევდორაძე და პარლამენტის წევრი აკაკი მინაშვილი გამოვიდნენ.


ავტორი: ანა ჯანაშია