|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩინოვნიკთა დღესასწაულები" პრემიების ტრადიციით

ტრა­დი­ცი­ად ქცე­­ლი საყოველ­თაო პრე­მი­რების სის­ტე­მა, მწი­რი ბიუჯეტის არა­მიზ­ნობრი­ვი ხარჯვა და საჯარო მოხელ­ეზე შვებულების დროს გა­ცე­მუ­ლი პრემიები - ასე­თია, ქუ­თა­­სის თვით­მმარ­თვე­ლობაში 2012 წელს პრე­მიების გა­ცე­მის პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც ამ­დრომ­დე გრძელდება.

რა დამ­სახურებისათ­ვის ხდება პრე­მიების გა­ცე­მა ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობაში (მე­რია და საკ­რებულო) და რა კონ­კრე­ტუ­ლი სა­მუ­შა­ოები გას­წი­ეს გა­სულ წელს თვით­მმარ­თვე­ლობის წარ­მო­მად­გენ­ლებმა აღებული პრე­მი­ის სა­ნაც­ვლოდ? აღ­მოჩ­ნდა, რომ თვით­მმარ­თვე­ლობაში გა­ცე­მულ პრე­მიებს დამ­სახურებულად მი­იჩ­ნე­ვენ. თუმ­ცა, უჭირთ იმ სა­მუ­შა­ოების გახსე­ნება, რის გა­მოც, მათ პრე­მიები მი­­ღეს.

ქუ­თა­­სის ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის ბიუჯეტი­დან 2012 წელს პრე­მიებისათ­ვის სულ 1 მლნ 699 ათას 046 ლა­რი დაიხარჯა.

გა­სულ  წელს გა­ცე­მუ­ლი პრე­მიები ად­გი­ლობრივ აღ­მას­რუ­ლებელ და სა­კა­ნონ­მდებლო ორ­გა­ნოებში ასე გა­და­ნა­წილ­და: მე­რი­ის 564 თა­ნამ­შრო­მელ­ზე  სულ - 1 მლნ 478 921 ლა­რი დაიხარჯა, ხოლო სა­კა­ნონ­მდებლო ორ­გა­ნო­ში და­საქ­მებულ 65-მდე თა­ნამ­შრო­მელ­ზე - 220 ათას 125 ლა­რი იქ­ნა გა­ცე­მუ­ლი.

„ვთვლი, რომ პრე­მია დამ­სახურებულად მი­ვი­ღე, რად­გან ყოვე­ლი სა­მუ­შაო დღე მაქვს დატ­ვირ­თუ­ლი", - ამბობს მე­რი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­­ლი სამ­სახურის უფ­რო­სი თენ­გიზ თო­ფუ­რი­ძე, რო­მელ­მაც 2012 წელს სულ 7 ათას 790 ლა­რი მი­­ღო პრე­მი­ის სახით. სულ ად­მი­ნის­ტრა­ცი­­ლი სამ­სახურის 148 თა­ნამ­შრო­მელ­ზე გა­სულ წელს გა­ცე­მულ­მა პრე­მი­ამ 380 ათა­სი 306 ლა­რი შე­ად­გი­ნა.

ად­მი­ნის­ტრა­ცი­­ლი სამ­სახურის უფ­რო­სის მსგავ­სად, დამ­სახურებულად მი­იჩ­ნევს მას­ზე გა­ცე­მულ პრე­მი­ას ქუ­თა­­სის მე­რი­ის ეკო­ნო­მი­კის სამ­სახურის უფ­რო­სი, მალხაზ ჭრე­ლაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც გა­სულ წელს პრე­მი­ის სახით, ასე­ვე, 7 ათას 790 ლა­რი მი­­ღო.

„რა თქმა უნ­და, დამ­სახურებულად მი­ვი­ღე პრე­მი­ა. სა­კითხავი­ა, რამ­დე­ნად რა­ცი­­ნა­ლუ­რია ის პრე­მი­ა, რო­მე­ლიც მე მი­ვი­ღე ჩემს მი­ერ გა­წე­­ლი შრო­მი­სათ­ვის", - აღ­ნიშ­ნავს ჭრე­ლაშ­ვი­ლი.

საკ­რებულოს დე­პუ­ტა­ტი, ტა­რი­ელ მესხი თვლის, რომ სა­კითხი უნ­და და­ის­ვას შემ­დეგ­ნა­­რად: „რამ­დე­ნად შე­საბამი­სია ის პრე­მია ან ხელ­ფა­სი, რო­მელ­საც საჯარო მოხელეები ვი­ღებთ და  არა ისე, თუ რა­ტომ აქვთ პრე­მია საჯარო მოხელეებს", - ამბობს საკ­რებულოს უმ­რავ­ლე­სობის წევ­რი ტა­რი­ელ მესხი. თუმ­ცა, ვერც ის იხსე­ნებს, თუ რა კონ­კრე­ტუ­ლი სა­მუ­შა­­სათ­ვის მი­­ღო 2012 წელს პრე­მი­ა, რა­მაც ჯამ­ში 8 ათას 510 ლა­რი შე­ად­გი­ნა. „კონ­კრე­ტუ­ლად არ ვი­ცი, რა საქ­მი­სათ­ვის გა­მო­მი­წერეს პრე­მი­ა. მაგ­რამ რად­გან, სა­ჭი­როდ ჩათ­ვა­ლეს, რომ პრე­მია მო­­ცათ, ალბათ, და­ვიმ­სახურე", - აღ­ნიშ­ნავს მესხი.

***

ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობაში და­საქ­მებულ­თა პრე­მიების ოდე­ნობა, თი­თო­­­ლი მათ­გა­ნის ხელ­ფა­სის ოდე­ნობით გა­ნი­საზ­ღვრება. 

შე­საბამი­სად, ქუ­თა­­სის მე­რი­­ში 2012 წელს პრე­მი­ის სახით ყვე­ლა­ზე დი­დი თანხა ქა­ლა­ქის ყოფილ­მა მერ­მა, გი­ორ­გი თევ­დო­რა­ძემ  მი­­ღო. მის­თვის გა­ცე­მულ­მა პრე­მი­ამ (რო­მელ­საც მე­რის  პოს­ტი 2012 წლის აგ­ვის­ტომ­დე ეჭი­რა) 12 ათას 400 ლა­რი შე­ად­გი­ნა.

მე­რი­­ში ყვე­ლა­ზე  ნაკ­ლები  პრე­მია სამ­სახურის რი­გით თა­ნამ­შრომ­ლებზე გა­­ცა თი­თო­­ულ მათ­გან­ზე თვე­ში 330 ლა­რის ოდე­ნობით.

რაც შეეხება სა­კა­ნონ­მდებლო ორ­გა­ნოს, 2012 წელს ყვე­ლა­ზე მე­ტი თანხა პრე­მი­ის სახით აქაც პირ­ველ­მა პირ­მა - საკ­რებულოს უკ­ვე ყოფილ­მა თავმჯდო­მა­რემ, ამი­რან ხვა­და­გი­ან­მა მი­­ღო. მის­თვის გა­ცე­მულ­მა პრე­მი­ამ 17 ათას 630 ლა­რი შე­ად­გი­ნა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ საკ­რებულოს ყოფილ­მა თავმჯდო­მა­რემ პრე­მია შვებულების დრო­საც გა­მო­­წე­რა.

საკ­რებულოს აპა­რა­ტის მი­ერ მო­წო­დებული ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახმად, ამი­რან ხვად­გი­ან­მა 2 ათას 750 ლა­რის ოდე­ნობის პრე­მია 2012 წლის დე­კემბერ­ში მი­­ღო. მა­შინ რო­დე­საც ის დე­კემბერ­ში კუთ­ვნი­ლი, ერ­თთვი­­ნი, სამ­სახურებრი­ვი შვებულებით სარ­გებლობდა და სახლში იმყოფებოდა.

პრე­მი­ის სახით ყვე­ლა­ზე ნაკ­ლები თანხა საკ­რებულო­ში თავმჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის თა­ნა­შემ­წე­ზე გა­­ცა, თვე­ში 200 ლა­რის ოდე­ნობით.

პრე­მია - ტრა­დი­ცი­ის

პრინ­ცი­პით

ქუ­თა­­სის თვით­მმარ­თვე­ლობაში პრე­მი­რების გა­ცე­მის საყოველ­თაო და კვარ­ტა­ლუ­რი სის­ტე­მა მოქ­მე­დებს.

„საყოველ­თაო პრე­მი­ის" გა­ცე­მა  საჯარო მოხელეებისათ­ვის შეს­რუ­ლებელი სა­მუ­შა­ოს მიუხედა­ვად

ავტორი: თეკლა მორგოშია