|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რას მალავს „კორპუსი"?!

კორ­პუ­სების კე­თილ­მოწყობაში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ გა­წე­რი­ლი მი­ლი­­ნები, ნახევ­რად შეს­რუ­ლებული ან შეს­რუ­ლების გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი სა­მუ­შა­ოები, „ნა­ცი­­ნა­ლუ­რი მოძ­რაობის" აქ­ტი­ვის­ტებისათ­ვის პროგ­რა­მის სახელით გა­წე­რი­ლი ხელ­ფა­სები და პარ­ტი­­ლი პრო­პა­გან­და ბიუჯეტის ხარჯზე - ასე­თია ის შე­დე­გები, რო­მე­ლიც ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის ერთ-ერთ პროგ­რა­მას „კორ­პუსს" უკავ­შირ­დება და რო­მე­ლიც პრო­კუ­რა­ტუ­რის და­ინ­ტე­რე­სების სა­გა­ნი გახდა.

ქუ­თა­­სის მე­რი­ის საბინაო ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის მარ­თვის სამ­სახური პროგ­რა­მა „კორ­პუსს" წლებია, ახორ­ცი­­ლებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მის ფარ­გლებში ქა­ლაქ­ში არ­სებული მაღ­ლი­ვი საცხოვ­რებელი კორ­პუ­სების გა­დახურ­ვა, სარ­და­ფებში და­ზი­­ნებული წყალ-კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის სის­ტე­მის აღ­დგე­ნა, სა­დარბაზოების კე­თილ­მოწყობა, ლიფ­ტების აღ­დგე­ნა-რეაბილი­ტა­ცია და  მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­­ნი საცხოვ­რებელი სახლების ეზოებში ბეტო­ნის სა­ფა­რის მოწყობაა გათ­ვა­ლის­წი­ნებული.

პროგ­რა­მის მას­შტაბურობის მსგავ­სად, „კორ­პუ­სის" ბიუჯეტიც მას­შტაბურია და არ­სებული პრაქ­ტი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნებით, მი­სი ზრდა­დობა-კლებადობა სა­არ­ჩევ­ნო წელ­ზეა მიბმუ­ლი. ასე მა­გა­ლი­თად, 2010 წელს, რო­დე­საც ქვეყანა­ში ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის არ­ჩევ­ნები ტარ­დებოდა, პროგ­რა­მის ბიუჯეტი მი­ლი­ონ 900 000  ლა­რით და­­გეგ­მა და წლის გან­მავ­ლობაში რამ­დე­ნი­მე მი­ლი­­ნამ­დე გა­­ზარ­და. მომ­დევ­ნო არა­სა­არ­ჩევ­ნო, 2011 წელს „კორ­პუს­მა" მი­ლი­ონ 900 000 ლა­რი შე­ად­გი­ნა, ხოლო გა­სულ წელს, რო­დე­საც ქვეყანა­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნები ტარ­დებოდა, „კორ­პუ­სის" ბიუჯეტ­მა შვიდ მი­ლი­ონ ლა­რამ­დე შე­ად­გი­ნა.  მიმ­დი­ნა­რე წელს „კორ­პუ­სის" ხარჯები 2 მლნ 500 ათა­სი ლა­რით და­­გეგ­მა.

პროგ­რა­მას, რო­მელ­საც ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობაში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტებულ პრო­ექ­ტად თვლი­ან, ბრალ­დებებს უყენებენ ოპო­ზი­ცი­­რი სპექ­ტრის წარ­მო­მად­გენ­ლები. პარ­ტია „თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" იმე­რე­თის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი გო­გი წუ­ლა­­ა, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მის გა­უქ­მების მოთხოვ­ნით არა­ერ­თი ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა, აცხადებს, რომ „კორ­პუ­სის" ფარ­გლებში ქა­ლა­ქის მე­რი­ამ „ნა­ცი­­ნა­ლუ­რი მოძ­რაობის"  აქ­ტი­ვის­ტები და­­საქ­მა.

რო­გორც წუ­ლა­ია ამბობს, პროგ­რა­მა­ში ქუ­თა­­სის მე­რი­ას პარ­ტი­ის კო­ორ­დი­ნა­ტო­რები და „ზონ­დე­რები" ჰყავს და­საქ­მებული, რომ­ლებიც მი­სი თქმით, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ, ბიუჯეტის ფუ­ლით  „ნა­ცი­­ნა­ლების"  პრო­პაგან­დას ეწე­ვი­ან. 

„შე­საბამი­სად, ხელ­ფა­სის სახით 200-დან 300 ლა­რამ­დე იღებენ. მე პრო­კუ­რა­ტუ­რას ად­რეც ვთხოვ­დი და­ინ­ტე­რე­სებას, მაგ­რამ მა­შინ  პრო­კუ­რა­ტუ­რა მა­გათ ხელ­ში იყო და ყურად­ღებას არა­ვინ აქ­ცევ­და. რა­საც  ესე­ნი „კორ­პუ­სით" აკე­თებენ, და­ნა­შა­­ლებრი­ვი სქე­მაა და დასჯადი­ა," - ამბობს წუ­ლა­­ა.

ქა­ლა­ქის საკ­რებულოს ფრაქ­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნების" თავმჯდო­მა­რე მა­მუ­კა მღვდე­ლა­ძე აცხადებს, რომ პროგ­რა­მის ბიუჯეტი, რო­მე­ლიც მთე­ლი წლის გან­მავ­ლობაში უნ­და აეთ­ვი­სებინათ, არ­ჩევ­ნებამ­დე, ერ­თი ან ორი თვის გან­მავ­ლობაში იხარჯებოდა.

ამ დრო­­სათ­ვის უც­ნობია, რის გა­მო და­ინ­ტე­რეს­და პრო­კუ­რა­ტუ­რა მე­რი­ის საბინაო ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის სამ­სახურის საქ­მი­­ნობით, თუმ­ცა ფაქ­ტი­ა, რომ გა­მო­ძიებამ სამ­სახური­დან

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე