არჩილ კბილაშვილი საკუთარი უწყების მაღალჩინოსანთა ბრალეულობაზე საუბრობს
პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსნებს შესაძლოა ბიზნესმენთა დარეკეტებისთვის პასუხისგება მოუწიოთ. ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღეს, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით გენერალურ პროკურატურაში 12 კაციანი საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ქვენის ყოფილი ხელისუფლების მიერ უფლებადარღვეულ ბიზნესმენთა საჩივრებს განიხილავს.
კბილაშვილის განცხადებით საგამოძიებო ჯგუფს უკვე ათეულობით დაზარალებულმა ბიზნესმენმა მიმართა, მათ შორის ერთ–ერთი ვალერი შოშიაშვილია, რომელსაც იძულების წესით სოფელ გრემში კულტურის სახლი შეასყიდინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შოშიაშვილმა 700 ათასი ლარი ნაციონალური მოძრაობის ანგარიშზე გადარიცხა, საქმეში კი პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნების – ბექა ბასილაიას და ზაზა მალუდეს ბრალეულობა იკვეთება.
ავტორი: სოფო ბობოხიძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა