|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით საყვარელიძე: "ნაციონალური მოძრაობა" გუშინ იყო ერთიანი საკუთარ გადაწყვეტილებაში"

დეპუტატი დავით საყვარელიძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმცირესობის მიერ სარეიტინგო კენჭისყრის შეთავაზებას კონსტრუქციულს უწოდებს და აცხადებს რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ბევრი რამის მთქმელი იქნება.
საყვარელიძის შეფასებით უმრავლესობა ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციულ ძალად წარმოაჩინოს, რომელსაც ქვეყანა უკან მიჰყავს. დეპუტატი საზოგადოებას ახსენებს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც საქართველოს წლების მანძილზე აშენებდა.


შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობა მზად არის საკუნსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭიროს . „ქართულ ოცნებას“ ოპონენტები სარეიტინგო კენჭისყრას სთავაზობენ. საპარლამენტო უმცირესობის გადაწყვეტილება ცნობილი გუშინ ღამით, ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გახდა.

ავტორი: სოფო ბობოხიძე