|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სოციალურად დაუცველ დედას შვილების მიტოვება შესთავაზეს [Video]

ქუთაისში სოციალურად დაუცველმა ოჯახმა შესაძლოა სახლი დაკარგოს.

ჯამა­ძეების ოჯახს უკ­ვე მე­­რედ, საცხოვ­რებელი სახლის გაყიდ­ვის სა­შიშ­როება იპო­თე­კუ­რი სესხის გა­მო ემუქ­რება.
ოჯახს სა­მი თვე­ა,  სესხზე და­რიცხული ყოველ­თვი­­რი პრო­ცენ­ტი არ გა­დაუხდი­ათ.

ჯამაძეების 6 სუ­ლი­­ნი ოჯახი ქუთაისში, და­დი­­ნის ქუ­ჩა­ძე, ე.წ. ბარა­კების და­სახლებაში ცხოვ­ობს. სოციალურად დაუცველი ოჯახი 1140 დო­ლა­რი­ან სესხზე და­რიცხულ ყოველ­თვი­ურ პრო­ცენტს ვერ იხდი. პრო­ცენ­ტის ოდე­ნობა კი, თვე­ში 60 დო­ლარს შე­ად­გენს.

სოციალურად დაუცველ ოჯახს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დახმარებისა და სამსახურის ნაცვლად, შვილების მიტოვება შესთავაზა.

მე­რი ჯამა­ძემ,  იპო­თე­კით სესხი შვი­ლის სამ­კურ­ნა­ლოდ 2010 წლის დე­კემბერ­ში აი­ღო.  მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია „კრე­დიტ პლუს ჯორჯია­ში", 1500 დო­ლა­რის მი­სა­ღებად ორო­თახია­ნი ამორ­ტი­ზებული სახლი  ჩა­დო.

თავ­და­პირ­ვე­ლად, მე­რი ჯამა­ძე­სა და „კრე­დიტ პლუს ჯორჯიას" შო­რის ექ­ვსთვი­­ნი ხელ­შეკ­რუ­ლება 2011 წლის ივ­ლი­სამ­დე  გა­ფორ­მდა. თუმ­ცა, ხელ­შეკ­რუ­ლების ვა­დის დამ­თავ­რების შემ­დეგ, ოჯახმა თა­ვა­ნი თანხა ვერ გა­დაიხადა. ამი­ტო­მაც, იძუ­ლებული გახდნენ მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან   ხელ­შეკ­რუ­ლება ისევ, 6 თვით გა­ეგ­რძე­ლებინათ.

მერი ჯამაძე განმარტავს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას ფინანსური დახმარების გარდა, ამორტიზებული საცხოვრებელი სახლის შეკეთების თხოვნითაც მიმართა. თუმცა, მერიიდან მივლინებულმა სპეციალურმა კომისიამ, სახლის დათვალიერების შემდეგ ოჯახს, დახმარების მისაღებად „მოთხოვნები“ წაუყენა.

ჯამა­ძეების ოჯახს იპო­თე­კუ­რი სესხის გა­მო, სახლის და­კარ­გვის სა­შიშ­როება პირ­ვე­ლად, 2012  წელს შე­ექ­მნა. მა­შინ რო­ცა, მი­კო­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გა­დაუხდელ ყოველ­თვი­ურ პრო­ცენ­ტთან ერ­თად, ჯარი­მების გა­დახდაც მოსთხოვა.  რა­მაც სა­ერ­თო ჯამ­ში, 2 700 დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა.

მე­რი ჯამა­ძის თქმით, მა­შინ საცხოვ­რებელი სახლი მხოლოდ კე­თი­ლი ადა­მი­­ნების დახმა­რებით შე­­ნარ­ჩუ­ნა. თანხა, ახა­გაზ­რდების მი­ერ და­კომ­პლექ­ტებულ­მა თბილი­სურ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, „სო­ლი­და­რობა ქარ­თულ­ რე­­ლობას", გა­დაუხადა.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა