"სირცხვილია, როცა მთავრობა გვიმალავს კუთვნილ ნივთებს"
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, ქუთაისში დასახლებული დევნილების ნაწილს, იმ საყოფაცხოვრებო ნივთების გარეშე ცხოვრება უწევთ, რომლებიც 17 აპრილს, ქალაქის ერთ–ერთ საწყობში აღმოაჩინეს.
აგვისტოს ომის შედეგად დევნილი 76 ოჯახი, ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩა #98– ში ცხოვრობს.
დევნილების თქმით, ხუთი წლის მანძილზე, მთავრობისგან დახმარება ერთჯერადად მიიღეს. თუმცა, აღნიშნული დახმარებიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მხოლოდ დევნილთა ნაწილს დაურიგდა.
"მადლიერების სახლიდან მომაქვს ავადმყოფი შვილისათვის საჭმელი. მაგრამ იმის გამო, რომ მაცივარი არ მაქვს ისიც მიფუჭდება", – ამბობს დევნილი თალიკო გუჯეჯიანი.
საიდუმლო საწყობში დევნილებისთვის განკუთვნილი ნივთების გადამალვის ფაქტს, ლტოლვილები მთავრობის სირცხვილად აფასებენ. მათი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაზარალებული დევნილებისთვის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის დასაწყობება დანაშაულია.
ავტორი: ანა ჯანაშია, თეკლა მორგოშია