|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტიდან ახალი რეისის ღირებულება 40 ევროდან იწყება

23 აპრილს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან დონეცკის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა. ხვალიდან კი ქუთაისის აეროპორტი ფრენებს ვარშავის მიმართულებითაც განახორციელებს.

ქუთაისის აეროპორტიდან დონეცკში დღეს შესრულებული პირველი რეისი ავიაკომპანია „ვიზაირი“–ს მიერ განხორციელებული მეორე მიმართულებაა. კომპანია ამ დრომდე რეისებს მხოლოდ კიევის მიმართულებით ასრულებდა.

 დღეიდან კი „ვიზაირი“ ქუთაისი–დენეცკის მიმართულებით ფრენებს კვირაში ოჯერ (სამშაბათსა და შაბათი) განახორციელებს. კომპანიის კუთვნილ თვითმფრინავს ერთდროულად 126 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ ქუთაისიის აეროპორტიდან უკვე დიდია მოთხოვნილება კიევისა და დონეცკის მიმართულებით.

კომპანია „ვიზაირში“ (რომელიც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა) აცხადებენ, რომ ქუთაისის აეროპორტიდან დონეცკის მიმართულებით ფრენის ღორებულება 39.99 ევროდან იწყება. ბილეთის ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შეიძენს მას მგზავრი.

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ახალი რეისების დანიშვნა ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ავტორი: თეა ზიბზიბაძე