სოციალურად დაუცველის საცხოვრებელი ფართი ქუთაისის მერიის თანამშრომელმა მიითვისა?
ქუთაისში, 69 წლის სოციალურად დაუცველს, 12 წლის შვილიშვილთან ერთად, კედლებჩამონგრეულ სახლში ცხოვრება უწევს. ბინა კი, რომელიც მას 6 წლის წინ, ქუთაისის მერიამ საცხოვრებლად გადასცა, როგორც სოციალურად დაუცველი ამტკიცებს, მერიაში დასაქმებულმა პირმა წაართვა.
ქუთაისში, ლესელიძის ქუჩა №99-ში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მედიკო იობიძესა და მის მცირეწლოვან შვილიშვილს, ამინდის ყოველი გაუარესება აშინებთ. რადგან სახლი, რომელსაც ფაქტიურად საყრდენი კედლები აღარ აქვს და სადაც ერთადერთი ჭერშერჩენილი ოთახი დარჩა, საცხოვრებლად გამოუსადეგარია.
სოციალურად დაუცველი მედიკო იობიძის ერთადერთი შემოსავალი მხოლოდ სოციალური შემწეობის თანხაა, რაც თვეში 60 ლარს შეადგენს. შესაბამისად, ფინანსური დაუცველობისა და აუტანელი საცხოვრებელი პირობების გამო, მედიკო იობიძე ქუთაისის მერიამ, საცხოვრებელი ფართით, ჯერ კიდევ 6 წლის წინ დააკმაყოფილა.
თუმცა, მედიკო იობიძე ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის მიერ, დადიანის ქუჩა №63-ში გამოყოფილ საცხოვრებელ ფართს დღემდე ვერ იყენებს. მიზეზი, როგორც თავად ამტკიცებს, ამავე ბინაში მცხოვრები, ქუთაისის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი გერონტი ნაკანია.
მედიკო იობიძის მტკიცებით, გერონტი ნაკანმა მას საცხოვრებელი ფართის ნაწილი უკანონოდ წაართვა. საცხოვრებლის დარჩენილ ნაწილში კი შესვლის უფლებას ამ დრომდე არ აძლევს.
"ჯერ კიდევ ნუგზარ შამუგიას მერობის დროს ვითხოვე დახმარება. მათ ყოფილი ბაგა-ბაღის შენობაში გამომიყვეს ორი ოთახი, სველი წერტილით. მაშინ საბინაო სამსახურის უფროსი კახაბერ ქორიძე იყო. თუმცა ბინას არ ჰქონდა კარ-ფანჯარა, მე კიდევ იმის სახსრები, რომ გამეკეთებინა. ამიტომ დროულად ვერ გადავედი. მოგვიანებით კი ჩემი ბინის ნაწილი, მერიაში დასაქმებული გერონტი ნაკანისგან მითვისებული და დამტკიცებული დამხვდა," - ამბობს სოციალურად დაუცველი მედიკო იობიძე.
ირკვევა, რომ 6 წლის წინ, დადიანის ქუჩა №63- ში, ყოფილი ბაგა-ბაღის შენობაში საცხოვრებელი ფართი სულ 16 სოციალურად დაუცველ ოჯახს გამოუყვეს. თუმცა აღნიშნულ შენობაში მოსახლეობა თავდაპირველად ბინების დაკანონების გარეშე შევიდა. სოციალურად დაუცველებმა კუთვნილი ფართების დაკანონება მხოლოდ 2012 წელს შეძლეს.
"იმ პერიოდში ჩემთვის მოცემულ ბინაში გადასული არ ვიყავი. სწორედ ამიტომ გერონტი ნაკანმა დრო იხელთა და მერიაში ნაცნობ-მეგობრობით მოახერხა ჩემი კუთვნილი ფართის დაკანონება. მან წამართვა ერთი ოთახი და სველი წერტილი. ასევე დაიკანონა შესასვლელი და იმ ერთ ოთახშიც აღარ მიშვებს, რომელიც დამრჩა, ახლა ის კანონის ძალით მართალია, მე კი ვერაფერს ვამტკიცებ. თუმცა მერიის სამსახურის მაშინდელმა უფროსებმა, მშვენივრად იციან ჩემი საქმის მდგომარეობა," - ამბობს მედიკო იობიძე.
როგორც ქუთაისის მერიის ქონების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი ვალერი თევდორაძე განმარტავს, 6 წლის წინ, დადიანის ქუჩაზე მდებარე შენობაში 16 სოციალურად დაუცველი ოჯახი ფორსმაჟორულ სიტუაციაში შეასახლეს. რის გამოც, დროულად არ მოხდა შესახლებულებზე ბინების დამტკიცება. მისივე თქმით, იმ დროისთვის, ასევე არ არსებობდა ბინების ფართის აზომვითი ნახაზები. რასაც თევდორაძის განმარტებით, შესაძლოა გარკვეული უზუსტობები გამოეწვია.
"ამ ბინებში ხალხი 2012 წლის აგვისტოში შეუშვეს. შემდეგ ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტრომ ერთობლივად მოახდინა ფართების ამ ადამიანებზე გადაცემა. ყველა ეს პროცედურა სწრაფად მოხდა. მაგრამ ამის შემდეგ ყველას უნდა წარედგინა საკუთარი ფართის აზომვითი ნახაზები. რაც ალბათ, გარკვეულ შემთხვევებში არ მოხდა. ვიცი, რომ მედიკო იობიძემ დროულად არ მოახდინა მისი კუთვნილი ფართის დამტკიცება. ამის შემდეგ, არ ვიცი რა მოხდა და ისარგებლა თუ არა ამით ვინმემ," - განმარტავს თევდო
ავტორი: ანა ჯანაშია