ჯანსაღი კონკურენცია თუ ნეპოტიზმი წერეთლის უნივერსიტეტში
ქუთაისში, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი ღავთაძეს, კონკურსს მიღმა დარჩენილი სასწავლებლის ყოფილი თანამშრომელი, სამსახურიდან დაუმსახურებლად გათავისუფლებაშიადანაშაულებს. საკუთარი უფლებების დასაცავად უნივერსიტეტის ყოფილმა თანამშრომელმა, მარეხი ყვავაძემ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მიმართა.
მარეხი ყავავაძე ქუთაისის ტექნიკური უნივერისტეტის სამეცნიერო-კვლევით სამსახურში, ქიმიკოსად ჯერ კიდევ 1991 წლიდან მუშაობდა.
2007 წლის 1 თებერვალს ქუთაისის ორი დიდი უნივერისტეტის (წერეთლისა დატექნიკური უნივერსიტეტების) გაერთიანების შემდეგ, უნივერისიტეტისლექტორ-მასწავლებლებთან და სხვა თანამშრომლებთან ერთად, მას არაერთკონკურსში მოუხდა მონაწილეობის მიღება.
2011 წელს ჩატარებული მორიგი კონკურსის გავლის შემდეგ, კი როგორც მარეხიყვავაძე განმარტავს, სრულიად მოულოდნელად, სამსახურიდან დაითხოვეს.უნივერისტეტის მიღმა, მის მსგავსად, რამოდენიმე ათეული თანამშრომელიაღმოჩნდა. ყველა მათგანმა უნივერსიტეტში დასაბრუნებლად ბრძოლასამართლებრივი გზით გააგრძელა და პირველ ეტაპზე, ერთობლივი განცხადებითსაოლქო პროკურატურას მიმართა.
უნივერსიტეტის ყოფილმა თანამშრომლებმა დასავლეთ საქართველოს მთავარპროკურორს, ილია ჯალაღანიას წერეთლის უნივერისტეტში კანონდარღვევათა18 პუნქტიანი ჩამონათვალი წარუდგინეს, რის შემდეგაც სამართალდამცავიუწყება უნივერისტეტის ფინანსური საქმიანობით დაინტერესდა და მისიმოკვლევა დაიწყო, რომელიც ამ დრომდე გრძელდება.
საოლქო პროკურატურას დამოუკიდებლად მიმართა მარეხი ყვავაძემაც. აწსუ–ს ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ ის სამსახურის გარეშე უსამართლოდ დადაუმსახურებლად დატოვეს.
"ყველაზე დიდი დაზარალებული მე ვარ მათ შორის. მე ვარ სამსახურიდანგამოგდებული. სამი შვილის დედა დავრჩი ქუჩაში. კანონდარღვევით გამაგდესსამსახურიდან. ჩემს შრომის წიგნაკში მითითებული ნომერი, არ ედრება ღავთაძის მიერ გაცემული ბრძანების ნომერს," - ამბობს მარეხი ყვავაძე.
სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მარეხი ყვავაძის ნაცვლად, დავით ზალკანიანიდანიშნეს, რომელსაც ამავდროულად ააიპ ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილის თანამდებობა უჭირავს. აღნიშნული ბაღის დირეტორი კი ქუთაისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ამირან ხვადაგიანი გახლავთ.
წერეთლის უნივერისტეტის რექტორმა, გიორგი ღავთაძემ newpress.ge–სთან საუბრისას ვერ გაიხსენა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ყოფილი თანამშრომელი. თუმცა, არ გასჭირვებია იმის გახსენება, რომ პროფესიითმეტალურგმა, დავით ზალკანიამა კონკურსი ნამდვილად გაიარა და მარეხი ყვავაძეს პროფესიონალიზმში აჯობა.
"ზალკანიანმა კონკურსი გაიარა, რამდენადაც მახსოვს. თუკი ვინმესთვისკონკურსის შედეგები მიუღებელი იყო, უნდა გაეპროტესტებია და დაეყენებიაეჭვის ქვეშ. კომისიაში მონაწილეობა არ მიმიღია იმიტომ, რომ მე არ ვარ მაგსფეროების სპეციალისტი. საკმაო ხანია მის მერე გასული და პროკურატურამროგორ უნდა დაადგინოს მკვლევარის თანამდებობაზე ვინ უნდა იყოს, ვერწარმომიდგენია," - ამბობს ღავთაძე.
პროკურატურის მიმართ უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომლებისგანცხადებაში ნათქვამია, რომ უმაღლეს სასწავლებელში თანამდებობებზე რექტორმა ღავთაძემ, თავისი ნათესავები და ის ადამიანები დანიშნა, ვის შესახებაცდირექტივებს "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი მაღალჩინოსნებისაგან - ყოფილი მერის გია თევდორაძის, ვიცე-გუბერნატორის გიგა შუშანიას დასაკრებულოს თავმჯდომარის ამირან ხვადაგიანისაგან იღებდა.
როგორც მარეხი ყვავაძე ამბობს, სამეცნერო-კვევითი ცენტრის ხელმძღვანელადღავთაძის შვილის ნათლია, გიორგი ჩირაძე დაინიშნა. თუმცა, გიორგი ღავთაძე მასა და ჩირაძეს შორის ნათესაურ კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
"სამი შვილი მყავს და არც ერთის ნათლია გოგი ჩირაძე არაა," - ამბობს ღავთაძე.
ღავ
ავტორი: დეა მანაგაძე