ქუთაისელები კოლხურ შადრევანზე – შადრევნის დემონტაჟი ბარბაროსობაა
ქუთაისში,ცენტრაულ მოედანზე მდებარე ე.წ. კოლხური შადრევნის შესაძლო დემონტაჟს ადგილობრივი მაცხოვრებლები უარყოფითად აფასებენ.
საზოგადოების ნაწილი აღნიშნული შადრევნის დემონტაჯი ბარბაროსობად თვლის. საზოგადოების ნაწილი კი, იმ თანხის დახარჯვაზე წუხს, რომელიც შადრევნის დემონტაჯისათვის დასჭირდება.
„ეს ფული ხომ ჩვენ გვაკლდება გაჭირვებულ მოსახლობას“, – ამბობენ ადგილობრივები.
ე.წ კოლხური შადრევნის შესაძლო დემონტაჯის შესახებ, მერიის ქალაქდაგეგმარებისა და ურბანული დადგემარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრო მარჯანიშვილმა განაცხდა.
შეგახსენებთ, რომ ქალაქის ცენტრაულ მოედანზე კოლხური შადრევანი ქალაქის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის ფარგლებში, 2012 წელს გაიხსნა.
ავტორი: თეკლა მორგოშია