|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ორმაისობა გამოფენათა სიმრავლით

ორმაისობის დღესასწაული გამოფენათა სიმრავლით გამოირჩა. ქალაქში არსებულმა თითქმის ყევლა საგამოფენო დარბაზმა გამოფენა, ან პერფორმანსი წარმოადგინა. ზოგმა ტრადიციული ფორმით, ნაწილმა - სიახლის ძიებით.

"ოქროს ჩარდახის" მიმდებარე ტერიტორიამ ორ განსხვავებულ გამოფენას უმასპინძლა. უშუალოდ "ოქროს ჩარდახის" ეზოში წარმოდგენილმა პერფორმანსმა წარსულში მოგზაურობა შესთავაზა პუბლიკას. დეკორაციამ, კოსტიუმმა, ასევე, ძველი ხელნაწერების გამოფენამ გარდასული ეპოქების განწყობა შექმნა. ყოველ შემთვევაში შეეცადა შეექმნა.

"დეკორაციით და კოსტიუმებით საშა ჩიქოვანის ეპოქა გავაცოცხლეთ. მსახიობები და მოდელები შეიმოსნენ იმ დროის სამოსში და თითქოს იმ ხანის სურნელი მოიტანეს“, - ამბობს დიზაინერი მაგდა კუპატაშვილი. ქუთაისობის დღესასწაულის დამაარსებლად სწორედ გიმნაზიელი გოგონა – საშა ჩიქოვანი ითვლება, როემლიც გვირილებს ყიდდა და ამათ ტუბერკულოზით დაავადებულებს ეხმარებოდა.

საშა ჩიქოვანი სურნელთან ერთად „ოქროს ჩარდახის" ეზოში წარმოდგენილმა ძველმა ხელნაწერებმა ინფორმაციაც მოიტანეს იმ მეფეებზე, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ, მოღავწეოდნენ და კონკრეტულ განკარგულებებს სცემდნენ. რამოდენიმე ასეთი დოკუმენტის ასლის გაცნობის საშუალება მიეცა დამსწრე საზოგადოებას.

"ოქროს ჩარდახის" მიმდებარე ტერიტორიამ ახალგაზრდა მხატვრების გამოფენასაც უმასპინძლა სახელდახელოდ შექმნილ არტ ჰაუზში (ხელოვანთა სახლში), რომელიც ასევე, სახელდახელოდ შექმნილ არტ ქუჩაზე განათავსეს. 7-მა ახალგაზრდა ქუთაისელმა მხატვარმა  ძველი და ახალი ნამუშევრები წაერმოადგინეს. "გამოფენის თემა თავიდან "ქუთაისი" უნდა ყოფილიყო, მაგრამ მერე თემაში არ შეგვზღუდეს. ჩვენც ცოტა განსხვავებული ალტერნატიული ვარიანტი შევთავაზეთ დამთვალიერებელს. ჩემთვის თემა არის ქალი, მაგრამ არა  კონკრეტულად ქალის პრობლემები, არამედ მინდოდა მეჩვენებინა რაღაც დიდი, სამყაროს პრობლემები ჩვენს ეპოქაში, რომელიც ქალის სახესა და ხასიათში იქნებოდა ასახული", - ამბობს მხატვარი ლია უკლება.  

არტ ჰაუსი ქალაქის მერმაც ინახულა და მხატვრებს რჩევაც მისცა. "ნიჭიერები ხართ და წესით უფრო პოპულარულები უნდა იყოთ. უკეთესი პრომოუტინგი გინდათ", - თქვა ქუთაისის მერმა გია თევდორაძემ.

პრომოუტიგნი არა, მაგრამ ტრადიცია კი საინტერესო და მყარი აქვს ქუთაისის მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციას. საგამოფენო დარბაზმა „ვარლამ“ ტრადიციულ საგაზაფხულო გამოფენას უმასპინძლა, რომელიც ტრადციულად ორმაისობის ფარგლებში წარმოადგინეს. გამოფენა – ძველი ტრადიციებით და ახალი და ძველი სახეებით. „სიახლეში არ არის საქმე. მე ასე ვფიქრობ, გამოფენაზე თუ არის სამი ან ოთხი  სერიოზული ნამუშევარი იმ გამოფებას დიდი ძალა აქვს. ამ გამოფენაზე არის სერიოზული ნამუშევრები. ყოველთვის ძალიან საინტერესოა ქუთაისელი მხატვრების გამოფენა. აქ ნახავთ მხატვრებს, როლებიც არიან მ ხ ა ტ ვ რ ე ბ ი. არ ივიწყებენ ძველს და ეძებენ თავისას და ეს უკვე ძალიან საინტერესოა“, - ამბობს მხატვარი თეა სულაბერიძე.

ძალიან საინტერესოს ნახვა შეიძლებოდა დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეაში, ყველა მსურველისთვის იქ შესვლის საშუალება რომ მიეცათ. გალერეამ დავით კაკაბაძის ნამუშევრების გამოფენა მოაწყო. თუმცა მათი ნახვა ძირითადად მხოლოდ VIP პუბლიკამ შეძლო. მკაცრი კონტროლის გამო ბევრმა დამთვალიერებელმა დარბაზში ვერ შეაღწია. "დემოკრატიული" ზეიმის ფარგლებში მოწყობილი "დემოკრატი" მხატვრის გამოფენა ბევრი რიგითი მოქალაქისთვის ხელმიუწვდომი აღმოჩნდა. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა