|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელები თამბაქოს გაძვირებაზე – ფასის ზრდით მწეველთა რაოდენობა არ შემცირდება

საქართველოში, მიმდინარე წლის სექტემბრიდან,  თამბაქოს ფასმა მოიმატა. უფილტრო თამბაქოს ფასი 10 თეთრით, ხოლო ფილტრიანი სიგარეტის ღირებულება, 20 თეთრით გაიზარდა. 

მთავრობის წარმომადგენლების განმარტებით, ფასის მომატება თამბაქოს კონტროლის გაძლიერების გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია. თუმცა ქუთასელები თვლიან, რომ სიგარეტზე ფასის გაძვირებით მწეველთა რაოდენობა არ შემცირდა. 

„თამბაქოზე ფასის გაძვირებით მწეველთა რაოდენობა კი არ შემცირდება, არამედ სახელმწიფო  ბიუჯეტს გაზრდის. თუ ხელისუფლების მიზანი მართლაც, მოსახლეობის ჯანდაცვაა, მაშინ უფრო სხვა ზომებს უნდა მიმართოს“, – აღნიშნავენ ქუთაისელები.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა