ყოფილი ჩინოვნიკის ბიზნესინტერესები – ვინ დგას ინფექციური საავადმყოფოს უკან?
ქუთაისში, ფოთის ქუჩაზე მდებარე ინფექციურ საავადმყოფოში, მრავალპროფილიან მომსახურებაზე გადასასვლელად, გაფართოება იგეგმება. ამ მიზნით, კლინიკის მესვეურები, არსებული შენობის მიმდებარე ტერიტორიის ათვისებას აპირებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ინფექციურ დაავადებათა ცენტრის ერთ-ერთ თანამფლობელად იმერეთის ყოფილი ვიცე–გუბერნატორი, გიგა შუშანია მოიაზრება. კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილე, გია გრძელიძე არ უარყოფს, რომ იმერეთის ყოფილ ვიცე-გუბერნატორთან მას ნათლია-მირონობა აკავშირებს. თუმცა, ის შუშანიას მხრიდან კლინიკის თანამფლობელობას არ ადასტურებს. გრძელიძე აღნიშნავს, რომ იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი იმ თანხის მეათედსაც კი არ ფლობს, რაც ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაციას მოხმარდა.
"იმდენად აბსურდია, როგორადაც აქ რომელიმე მთავრობის წევრი ან პარლამენტარია წილში. სად აქვს გიგას ამხელა თანხა. ვინც ამას ეძებს, თავის წარსულს მიხედოს. ის ადამიანი, ვინც მაგ ბრალდებითაა დაინტერესებული, ბევრ აქციებს და ბიზნესს ფლობს, უმჯობესია თავის ბინძურ წარსულს მიხედოს," - აცხადებს გია გრძელიძე.
გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ინფექციურ დაავადებათა ცენტრის ერთ-ერთ თანამფლობელად მოიაზრება, თავად შუშანიაც აბსურდულს უწოდებს. ის ამ მოსაზრების ავტორად, ყოფილი პარლამენტის წევრს და ასევე, იმერეთის ყოფილ ვიცე-გურნატორს, გოჩა თევდორაძეს ასახელებს.
"ამ ჭორებს, ძირითადად, გოჩა თევდორაძე და მასთან დაახლოებული პირები ავრცელებენ, რადგან უნდა სხვებს დაანახოს, რომ მე კი მაქვს ბიუჯეტის ხარჯზე სხვადასხვა ქონებები და ბიზნესები, მაგრამ აი, სხვებიც ჩემნაირები არიანო. მას ასევე ვერ მოუნელებია ისიც, რომ სწორედ მე ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც მას თავის დროზე უარი უთხრა სხვადასხვა მიწების აუქციონის გარეშე მიცემაზე და უკანონო პროექტების დამტკიცებაზე, რაც თანამდებობიდან ჩემი წამოსვლის შემდგომ წარმატებით გააკეთა და დღემდე აკეთებს. მინდა დავარწმუნო ყველა, რომ ამ ქალაქში არაფერი არ იმალება და ყველამ ისედაც ყველაფერი კარგად იცის," - აცახდებს გიგა შუშანია.
გიგა შუშანიამ იმერეთის ვიცე-გუბერნატორის პოსტის დატოვების შემდეგ არასამთავრობო სექტორში განაგრძო მოღვაწეობა. მისი თქმით, საავადმყოფოების და პოლიკლინიკების თემა ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენცია იყო და მას, საჯარო სამსახურში ყოფნის დროს, აღნიშნულ უწყებებთან არანაირი ურთიერთობა აქ ჰქონია.
"არანაირი შეხება არც ინფექციურთან და არც სხვა საავადმოფოსთან არ მაქვს, გარდა იმისა, რომ ხანდახან ოჯახის წევრები დამყავს, თუ ავად გახდებიან. მაგხელა ფული, სამწუხაროდ, არ მაქვს და არც ისეთი ანაზღაურება მქონია როდესმე, რომ არათუ ამხელა ინვესტიციები სადმე ჩამედო, მცირე ბიზნესიც კი წამომეწყო. ამიტომაც, არ ვყოფილვარ არასდროს ბიზნესში," - აცხადებს გიგა შუშანია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ინფექციური კლინიკის ახლანდელი მესაკუთრე და 100%-იანი წილის მფლობელი ბადრი ჩაკვეტაძეა. სამეწარმეო რეესტრის ინფორმაციით, ჩაკვეტაძე ოჩამჩირის რაიონში, სოფელ ახალდაბაშია დაბადებული. დღევანდელი მონაცამებით იგი ქუთაისშია რეგისტრირებული.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში უარყოფენ თავის დროზე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აღნიშნული საავადმყოფო უკრაინელმა ბიზნესმენმა შეიძინა და ასევე, არ ადასტურებენ ახლანდელი მფლობელის უკრაინაში ბიზნესსაქმიანობას.
"არ ვიცი რომელ უკრაინელებზე მესაუბრებით. ამას არსებითი მნიშვნელობა არც აქვს უკრაინელი იქნება თუ ქართველი. ეს არის წმინდა ქართული ინვესტიცია. მესაკუთრეს ბიზნესი კიევში აქვს, რუსეთში თუ ყირგიზეთში, მთავარია, რომ ბიზნესი არის ლეგალური, გამჭირვალე და ის არის საქართველოს მო
ავტორი: დეა მანაგაძე