ქუთაისელები სოჭის ოლიმპიადაზე – რუსეთთან გაბუტვით უფრო მეტს წავაგებთ
უნდა მიიღოს თუ არა საქართველომ მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში? აღნიშნულ საკითხზე newpress.ge-ის მიერ ქუთაისში ჩატარებული ქუჩის გამოკითხვისას, უმრავლესობა ოლიმპიადაში მონაწილეობას საჭიროდ თვლის. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სპორტი და პოლიტიკა გამიჯნული უნდა იყოს და საქართველომ ოლიმპიადაში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღოს.
newpress.ge-ს მიერ ქუთაისში გამოკითხული 50 ადამიანიდან მხოლოდ 2 თვლის, რომ საქართველომ სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს.
შეგახსენებთ, რომ სოჭის ოლიმპიადის წინააღმდე ქუთაისში, სხვა ქალაქების მსგავსად, აქციები მიმდინარეობს, რომელიც კვირის ბოლომდე გაგრძელდება.   
სოჭის ოლიმპიადა 2014 წლის თებერვალში
უნდა გაიმართოს. 
ავტორი: თეკლა მორგოშია


![ქოლგების ორდენოსანი  შემკეთებელი ქუთაისიდან [VIDEO]](http://newpress.ge/uploads/all/00512.00_00_14_34.Still003_3.bmp)
![ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში გრიპის ვირუსით დაავადებულთა მიმართვიანობა გაიზარდა  [VIDEO]](http://newpress.ge/uploads/all/bandicam%202020-01-14%2015-02-47-730.jpg)

18:30
16:36
10:58
23:12
12:36
















