|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სადაო დავალიანება - წყალმომარაგების კომპანია ქუთაისის მერიისგან 15 ათას ლარზე მეტს ითხოვს

ქუ­თა­ი­სის მე­რი­ამ, სახან­ძრო უსაფთხოებისა და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სახურის მი­ერ წყლის არა­სან­ქცი­რებული გა­მოყენების გა­მო, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნებული წყალ­მო­მა­რა­გების კომ­პა­ნი­ას 15 352 ლა­რი უნ­და გა­დაუხადოს. აღ­ნიშ­ნუ­ლი თანხა მე­რი­ის სახან­ძრო სამ­სახურის 10 თვი­ა­ნი (2012 წლის ნო­მებრი­დან მიმ­დი­ნა­რე წლის სექ­ტემბრამ­დე) და­ვა­ლი­ა­ნებაა წყლის კომ­პა­ნი­ის მი­მართ.

ქუ­თა­ი­სის მე­რი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ თანხას მა­ნამ­დე არ გადაიხდი­ან, ვიდ­რე მა­თი მხრი­დან სა­კითხის შეს­წავ­ლა არ მოხდება.

რო­გორც მე­რი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ და­ვა­ლი­ა­ნების მი­ზე­ზი წყალ­მო­მა­რა­გების კომ­პა­ნი­ის მი­ერ მე­რი­ის სახან­ძრო უსაფრთხოებისა და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სახურ­ში და­ფიქ­სი­რებული წყლის მრიცხვე­ლის და­ზი­ა­ნება გახდა.

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნებული წყალ­მო­მა­რა­გების კომ­პა­ნი­ის ქუ­თა­ი­სის სერ­ვის ცენ­ტრში აცხადებენ, რომ და­ზი­ა­ნების შე­სახებ შე­საბამის სამ­სახურს მრიცხვე­ლის შე­საც­ვლე­ლად  თავ­და­პირ­ვე­ლად სიტყვი­ე­რი გან­მარ­ტება, ხოლო შემ­დეგ გო­ნივ­რუ­ლი ვა­და მის­ცეს.

„სხვა­დასხვა პე­რი­ოდ­ში არა­ერ­თგზის წე­რი­ლობით მი­მარ­თვის მიუხედა­ვად, სახან­ძრო სამ­სახურ­მა არ უზ­რუნ­ველყო და­ზი­ა­ნებული მრიცხვე­ლის შეც­ვლა. ანუ, სამ­სახური წყალს არა­სან­ქცი­რებულად მოიხმარ­და. შე­საბამი­სად, არ ხდებოდა მოხმა­რებული წყლის სა­ფა­სუ­რის გა­დახდაც", - გან­მარ­ტავს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნებული წყალ­მო­მა­რა­გების კომ­პა­ნი­ის ქუ­თა­ი­სის სერ­ვის­ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, მიხეილ თა­თა­რა­ძე.

წყალ­მო­მა­რა­გების კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის სექ­ტემბერ­ში სახან­ძრო სამ­სახურის წარ­მო­მად­გენ­ლებს გა­ნე­მარ­ტათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გების მა­რე­გუ­ლი­რებელი კო­მი­სი­ის 32 დად­გე­ნი­ლების სა­ფუძ­ველ­ზე, მათ 10 თვის მან­ძილ­ზე სა­ვა­რუ­დოდ მოხმა­რებული წყლის სა­ფა­სუ­რის  და­ვა­ლი­ა­ნება და­ე­რიცხათ.

სახან­ძრო სამ­სახურის მა­შინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნ­ე­ლი კახა მა­ჩი­ტი­ძე ადას­ტუ­რებს, რომ წყალ­მო­მა­რა­გების კომ­პა­ნი­ის მხრი­დან მათ მი­ი­ღეს გაფრთხილება. თუმ­ცა, არ­სებული ხარ­ვე­ზის აღ­მოფხვრა მა­ჩი­ტი­ძის მტკი­ცებით, მხოლოდ იმი­ტომ ვერ მოხდა, რომ ის სამ­სახური­დან მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

„გა­მაფრთხილებელი წე­რი­ლის მი­ღებიდან რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს სამ­სახური­დან და პრაქ­ტი­კუ­ლად ვერ შევ­ძლებდი მრიცხვე­ლის შეც­ვლას ან შე­კე­თებას, ხოლო ვინც დარ­ჩნენ მათ ყურად­ღება არ მი­აქ­ცი­ეს", - ამბობს კახა მა­ჩი­ტი­ძე.

სა­გან­გებო სი­ტუ­ა­ციების მარ­თვის სამ­სახურის ყოფი­ლი უფ­რო­სი სამ­სახური­დან, მე­რი­ა­ში განხორ­ცი­ე­ლებული რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­დე­გად, მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლის­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მა­ჩი­ტი­ძე ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­დაწყვე­ტი­ლებით, გა­თა­ვი­სუფ­ლებიდან რამ­დე­ნი­მე თვე­ში აღად­გი­ნეს. თუმ­ცა, 1 ოქ­ტომბერს მას სამ­სახურის უფ­რო­სის თა­ნამ­დებობის და­ტო­ვება მე­ო­რედ მოუხდა.  ამჯერად, მი­სი გა­თა­ვი­სუფ­ლება მე­რი­ის კონ­ტრო­ლის და აუ­დი­ტის სამ­სახურის დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე მოხდა. (აუ­დიტ­მა სახან­ძრო სამ­სახურის მუ­შაობა 2012 წლის იან­ვრი­დან 2013 წლის 16 ოქ­ტომბრის პე­რი­ოდ­ში შე­ა­მოწ­მა).

სახან­ძრო სამ­სახურის მი­ერ სპეც­ტექ­ნი­კის არა­მიზ­ნობრი­ვი გა­მოყენება ის ძი­რი­თა­დი ბრალ­დებაა, რო­მელ­საც მე­რი­ის კონ­ტრო­ლი­სა და აუ­დი­ტის სამ­სახური მა­ჩი­ტი­ძეს ედა­ვება. ამ დრო­ის­თვის სწო­რედ, კონ­ტრო­ლის სამ­სახური სწავ­ლობს, წყალ­მო­მა­რა­გების კომ­პა­ნი­ის მი­ერ სახან­ძრო სამ­სახურ­ზე და­რიცხულ და­ვა­ლი­ა­ნების მი­ზე­ზებს.

მე­რი­ის კონ­ტრო­ლი­სა და აუდი­ტის სამ­სახურ­ში აცხადებენ, რომ სა­კითხის შეს­წავ­ლის შემ­დეგ მი­ი­ღებს გა­დაწყვე­ტი­ლებას ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობა, გა­დაიხდის თუ არა მას­ზე და­კის­რებულ და­ვა­ლი­ა­ნებას.

„სა­კითხის შეს­წავ­ლა დაახლოებით ერთ კვი­რა­ში დარ­სულ­დება. ამის მე­რე გა­ირ­კვე­ვა, რამ­დე­ნად სა­მა­რთ­ლი­ა­ნია ეს და­ვა­ლი­ა­ნება", - ამბობს მე­რი­ის კონ­ტრო­ლი­სა და აუ­დი­ტის სამ­სახურის უფ­რო­სის მო­ვა­ლეობის შემ­სრუ­ლებლი, მალხაზ ჭრე­ლაშ­ვი­ლი. მი­სი­ვე თქმით, მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო­ა, თუ რო­გორ გა­მოთ­ვა­ლეს 10 თვის მან­ძილ­ზე მოხმა­რებული წყლის ოდე­ნობა.

სახან­ძრო უსაფთხოებისა და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სახურ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სახებ კო­მენ­ტარს არ აკე­თებენ. მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ამ დრო­ის­თვის სამ­სახურ­ში არა­ნა­ი­რი ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზი არ არის.

„ახლა მრიცხვე­ლი არის და ვფიქ­რობ, ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სოა სამ­სახურ­მა რამ­დე­ნი წყალი დახარჯა", - ამბობს სახნაძ­რო სამ­სახურის უფ­რო­სის მო­ვა­ლეობის შემ­სრუ­ლებელი, ნი­კო­ლოზ კო­ღუ­აშ­ვი­ლი.

მე­რი­ის სახაძ­რო უსაფთხოებისა და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სახურს ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სულ წყლის სა­მი წყლის ავ­ზი (ერ­თი - გუ­გუ­ნა­ვას ქუ­ჩა­ზე ერ­თი და ორი - ზ. გამ­სახურ­დი­ას  ქუ­ჩა­ზე) აქვს.

ავტორი: თეკლა მორგოშია