ანონსი "აქცენტი": სანიკიძეს ქუთაისისთვის არაფერი გაუკეთებია - დეპუტატი "ოცნებით" და რეალობით [Video]
ქუთაისელთა ოცნებამ მაჟორიტარ დეპუტატს, გუბაზ სანიკიძეს "გვერდი აუარა" - დეპუტატი, რომელსაც ქალაქისთვის არაფერი გაუკეთებია - ასეთია მაჟორიტარის საქმიანობის შეფასება, რომელსაც სანიკიძის ოპონენტები და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აკეთებს. მაჟორიტარის ბიუროში კი გუბაზ სანიკიძეს გულისხმიერ დეპუტატად მოიხსენიებენ.
როგორია ქუთაისის მაჟორიტარი "ოცნებით" და რეალობით, ნახეთ გადაცემაში "აქცენტი, ხუთშაბათს, 21 ნოემბერს, 19 საათზე newpress.ge-ზე.
სტუმრები - ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი გელა გაბადაძე და ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გია გოქაძე
ანონსი:
გუბაზ სანიკიძე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა. სანიკიძემ ქუთაისში არჩევნებზე მისულამომრჩეველთა ხმების 52.28 პროცენტი მიიღო.
ავტორი: თეა ზიბზიბაძე, თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა