|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

newpress გამოკითხვა: როგორ აფასებენ ქუთასელები მამა გაბრიელის საფლავზე ხალხის მისვლას

მამა გაბრიელის საფლავზე ხალხის მისვლასთან დაკავშირებით ქუთაისელებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ.
newpress.ge–ის მიერ ქუთაისში გამოკითხული 60 ადამიანიდან 40 თვლის, რომ უფლისთვის თხოვნის შესასმენად წმიდანების საფლავზე მისვლა აუცილებლი არაა, რადგან, მათივე თქმით, ღმერთი ყველგანაა. 20 ადამიანს კი მიაჩნია, რომ:"არის რაღაცა სასწაულები. რაღაცა არსებობს და ამიტომ არის რომ ხალხიც აჰყვა", – ასეთია ქუთაისელების შეფასებები. 

4 იანვარს სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ დედა პარასკევას მამა გაბრიელი დაესიზმრა, რომელმაც უთხრა, ვინც მივა მის საფლავთან შობამდე და ილოცებს ორ სურვილს შეუსრულებდა. რის გამოც, მცხეთაში, მამა გაბრიელის საფლავზე ხალხის ნაკადი ამ დრომდე არ წყდება. თუმცა, მოგვიანებით, გავრცელდა დედა პარასკევას ინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ ამას არანaირი სიზმარი და ხილვა არ ქონია. უბრალოდ მისი სურვილი იყო, რომ წმიდანის საფლავი მრევლს მოელოცა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ საგანგებო განცხადება გაავრცელა.  

ავტორი: თეკლე მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა