newpress გამოკითხვა: ქუთაისელები თბილისის პარლამენტის ქუთაისისთვის მიკუთვნებაზე – გიჟები არიან და გვაგიჟებენ
ქუთაისის მცხოვრებლები, თბილისში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე პარლამენტის შენობის ქუთაისისთვის შესაძლო გადაცემის იდეას არ იწონებენ.
newpress.ge ის მიერ ქუთაისში გამოკითხული 70 ადამიანიდან 65 თვლის, რომ აღნიშნული იდეა სისულელეა და მეტი არაფერი. 5 ადამიანი კი თვლის, რომ ამით ქუთაისისთვის შეღავათი კეთდება.
"რას გვატყუებენ, დებილობა არაა მაგი?! გიჟები არიან და ჩვენც გვაგიჟებენ", – ასეთია ქუთაისელთა შეფასებები.
თბილისში, რუსთაველის #8–ში მდებარე პარლამენტის შენობის ქუთაისისთვის გადაცემის ინიციატაივით, მიმდინარე კვირას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ზურაბ ტყემალაძე გამოვიდა.
ავტორი: თეკლე მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა