|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პოსტმოდერნიზმი და საქართველო - Izone-ის დისკუსია ქუთაისში

"პოსტმოდერნიზმი ღიად უნდა დავტოვოთ ისტორიისთვის მიუხედავად იმისა, რომ  თავად პოსტმოდერნიზმი უკვე ისტორიის ნაწილია“, – ამ სიტყვებით დაიწყო დისკუსია, რომელიც დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გაიმართა. შეხვედრა, რომლის თემას პოსტმოდერნიზმი და საქართველო წარმოადგენდა, Izone-ის  საჯარო დისკუსიათა ციკლის ფარგლებში მოეწყო.  

შეხვედრას ორი მომხსენებელი ყავდა ურბანისტი ლევან ასაბაშვილი და პოეტი პაატა შამუგია.  ლევან ასაბაშვილმა პოსტმოდერნიზმი ეკონომიკურ -პოლიტიკურ განზომილებაში წარმოადგინა, პაატა შამუგიამ - კულტურულში.

თუმცა თავიდანვე ითქვა, რონ პოსტმოდერნიზმი მრავლისმომცველი, მოუხელთებელი მოვლენაა, თავისი უამრავი განზომილებით, უამრავი ავატარით, ამიტომ საბოლოო წარმოდგენის შექმნა პოსტმოდერნიზმზე ამ შეხვედრაზე, ბუნებრივია, არ მოხდებოდა.

 პოსტმოდერნიზმის მოუხელთებლობას შეეხო ორივე მომხსენებელი.

" როცა საქმე გვაქვს პოსტმოდერნიზმთან,სამყაროში არაფერს აქვს სახელი ან აქვს ათასი სახელი ერთსა და იმავე საგანს. არის ათასი სიმართლე... ნებისმიერი აკადემიური არგუმენტი არის არაფრისმომცემი... თუკი ერთნი განიხილავენ პოსტმოდერნს როგორც რეაქციას  მოდერნზე. მეორენი განიხილავენ როგორც მასკულტურის ელემენტს", - აღნიშნა პაატა შამუგიამ.

თუმცა შამუგიას განმარტებით მასკულტურა სწორედ მოდერნის პროდუქტია. "მასკულტურა არის მოდერნისტული მოვლენა. მოდერნმა გაააქტიუეა მასკულტურა. მოდერნი მას ებრძოდა ამ ბრძოლაში გამოიწრთო, გახდა მოდერნზე ძლიერი და მემკვიდრეობით ერგო პოსტმოდერნს", - აღნიშნა პაატა შამუგიამ.  

შეხვედრაზე ითქვა, რომ დიდი კატაკლიზმები ხდება დიდი ცვლილებების ბიძგი კულტურაში. ხელოვნების თეორეტიკოსები და ფილოსოფოსები "იმედოვნებდნენ", რომ, მაგალითად,  11 სექტემბერი გახდებოდა ის ბიძგი, რომელიც დაასრულებდა პოსტმოდერნს. თუმცა ეს არ მოხდა როგორც ჩანს - პოსტმოდერნიზმს "უფრო დიდი მსხვერპლი უნდა". იგი 50 წელია გრძელდება და უკვე ბევრი "წინასწარმეტყველებს", რომ ის არასდროს დასრულდება.

"პოსტმოდერნიზმის კრიზისი უნდა ვეძებოთ იმაში, რომ ჩვენ არ ვიცით ვინა ვართ  სინამდვილეში.ყველაფერი ჩვენს გარშემო რელატიურია, მას ვერ მოიხელთებ, ვერ განმარტავ და ენაში ვერ შეაგდებ. ამ შემთხვევაში საუბარი ტიპოლიგიაზე, კლასიფიკაციაზე პრინციპულად არის შეუძლებელი", - ითქვა შეხვედრაზე.

პოსმოდერნიზმი არა, მაგრამ წიგნები კი მოიხელთა დისკუსიის ყველა მონაწილემ. მათ  საჩუქრად  ლუკა ნახუცრიშვილის ახალ თარგმან: ჟაკ რანსიერი - 10 თეზისი პოლიტიკის შესახებ, გადაეცათ.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.62%
გაუარესდა - 53.45%
არ შეცვლილა - 12.93%
სულ - 116 ხმა