|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

newpress გამოკითხვა: ქუთაისელთა შეფასებები კრიმინოგენულ მდგომარეობაზე

საქართველოში კრიმინოგენულმა ვითარებამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმატა. ასეთია, newpress.ge–ის მიერ ქუთაისში გამოკითხული 100 ადამიანიდან 80–ის შეფასება. 
გამოკითხული მოსახლეობის აზრი ეწინააღმდეგება საქართველოს შსს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას, რომლის თანახმად, ქვეყანაში შემცირებულია დანაშაულის ფაქტები.
სამაგიეროდ, მოსახლეობის მოსაზრება ემთხვევა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების შეფასებებს, რომლის მიხედვით ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება გაუარესებულია.  
newpress.ge–ის მიერ გამოკითხული 20 ადამიანი თვლის, რომ ქვეყანაში კრიმინალური ვითარება ისეთივეა, როგორც გასული წლების განმავლობაში იყო. მათი განმარტებით, კრიმინალური ვითარება არც წინა ხელისუფლების დროს იყო საგანგაშო და არც ახლა არის. 
"კრიმინოგენულმა ვითარებამ იმატა საგრძნობლად, რადგან ქურდები ბევრი გამოუშვეს ციხიდან", – ასეთია ქუთაისელების შეფასებები ქვეყანაში კრიმინოგენულ მდგომარეობაზე. 

ავტორი: თეკლე მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა