|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კიევში ლენინის ძეგლი "ოქროს უნიტაზით" შეცვალეს

"ევრომაიდნის" აქტივისტებმა კიევის ცენტრში, იქ სადაც ადრე ლენინის ძეგლი იდგა, "ოქროს უნიტაზი" დადგეს. უნიტაზი ოქროსფრადაა შეღებილი.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი "სკულპტურა"  "დანაშაულებრივი რეჟიმის, გაუმართლებელი სიმდიდრისა და კორუფციის" სიმბოლოა. 
ოპონენტები, უკრაინის პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს დიდი ხანია "ოქროს უნიტაზის" ქონას მიაწერენ. 

მედიაში აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2011 წელს გაჩნდა, თუმცა, პრეზიდენტის პრესმდივანმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ეს საღ აზრს ეწინააღმდეგება.
კიევში, ბესსარაბსკის მოედნიდან ლენინის ძეგლი 2013 წლის 8 დეკემბერს აიღეს. მანამდე ძეგლი აქტივისტებმა ნაწილობრივ დააზიანეს
წყარო: ambebi.ge 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა