|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მაწანწალა ძაღლები მეთვალყურეობის გარეშე დარჩნენ

ქუთაისში, უმეთვალყურეოდ დარჩენილ ძაღლებზე პასუხიმგებლობას არავინ იღებს. ინ.მეწარმე სერგო ვერულაშვილს, რომელიც მაწანწალა ძაღლების მოვლა–პატრონობაზე იყო პასუხისმგებელი, მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადა 2014 წლის 31 იანვარს დაუმათავრდა. აღნიშნული გამო, ქუთაისში მაწანწალა ძაღლები ამ ეტაპზე მეთვალყურეობის გარეშე არიან დარჩენილნი.
პარალელურად, რამდენიმე დღის წინ, არასამთავრობო ორგანიზაცია "ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის" მიერ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც რკინის კონსტრუქციაში გამომწყვედეული ძაღლებია ასახული. მოგვიანებით, newpress.ge-ის მიაწოდეს იმ ძაღლების ამასახველი ვიდეო, რომლებიც რკინის კონსტრუქციაში არიან მოთავსებული.

ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახურში აცხადებენ, რომ გავრცელებული ფოტო-ვიდეო მასალაზე არაა ასახული ქუთაისში არსებული უმეთვაყურეო ძაღლთა თავშესფარი. "ეს ჩვენი ძაღლები არ არის. ვიღაც მუშაობს იმაზე, რომ გრანტი მოიგოს ამ ძაღლებით", - ირწმუნება თამაზ დეისაძე.
ქუთაისში უმეთვალყურეო ცხოველებზე პასუხისმგელობა ინდ.მეწარმე სერგო ვერუაშვილს ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის გზით, 2013 წლის აპრილში დაეკისრა. ვერულაშვილს მერიის ბიუჯეტიდან მიღებული 50 000 ლარის სანაცვლოდ, ავტოქარხნის დასახლებაში, მაწანწალა ძალები უნდა აეყვანა და 10 დღიანი დაკვირვების შემდეგ, უნდა გეშვა ან გაეშვილებინა.
"10 დღის განმავლობაში ვეტექიმი აკვირდებოდა რამდენად ჯანმრთელი იყო ქუჩიდან აყვანილი ძაღლი. ათი დღის მერე კი, აშვილებდა ან ისევ უშვებდა", - ამბობს newpress.ge-სთან საუბარში მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლი, თამაზ დეისაძე. მისი თქმით, ინდ.მეწარმის მიერ თვეში 200-250 ძაღლის დაჭერა ხდებოდა.
რაც შეეხება, ამ ეტაპზე უმეთვალყურეოდ დარჩენილ ძაღლებს, თამაზ დეისაძე ამბობს, რომ უახლოეს მომავალში მერია მათ მზრუნველობას იმ კომპანიას დააკისრებს, რომელიც ახალ ტენდერში გაიმარჯვებს.
"ერთ კვირას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ვმუშაობთ იმაზე, რომ ტენდერი გამოვაცხადოთ და უფრო დახვეწილი სატენდერო პირობები შევთვაზოთ ძაღლების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ კოპმანიას", - განმარტავს დესაძე.

ავტორი: თეკლე მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა