ქუთაისში 20 სოციალურად დაუცველ ოჯახს ფინანსთა სამინისტრომ საჩუქრები დაურიგა
ქუთაისში, 20 სოციალურად დაუცველ ოჯახს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საოჯახო ნივთები და ტანსაცმელი საჩუქრად გადასცეს.
როგორც ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები ამბობენ, სოციალურად დაუცველებს საქველმოქმედო აქციის ფარგლებში დაეხმარნენ.
"ეს არის საქველმოქმედო აქცია,რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველებს ის ნივთები გადავეცით, რომლებიც მათ ზამთრის პერიოდში გამოადგებათ,"–ამბობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე, ქეთევან კიკნაძე.
მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტრო მსგავსი ტიპის საქველმოქმედო აქციებით სოციალურად დაუცველებს მომავალშიც დაეხმარება.
"დიდი მადლობა ფინანსთა სამინისტროს, რომ სოციალურად დაუცველებს დაეხმარა,"– ამბობს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია. ქუთაისში სოციალურად დაუცველებისათვის საჩუქრების დასარიგებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 4000 ლარი დახარჯა.
ავტორი: ანა ჯანაშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა