newpress გამოკითხვა: როგორ აფასებენ ქუთაისელები მარგევლაშვილისა და პუტინის შესაძლო შეხვედრას?
უნდა შეხვდეს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს?
– აღნიშნულ საკითხზე newpress.ge-ის მიერ ქუთაისში გამოკითხული 50 ადამიანიდან, 40 თვლის, რომ შეხვედრა აუცილებელია. 10 ადამიანის აზრით, პუტინთან შეხვედრა ნაადრევია. ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ დროა მხარეებმა მოლაპარაკების გზით მოაგვარონ ურთიერთობა.
"ცოტა რაღაცა შეიძლება დაგვითმოს თუ შეხვდება. იქნებ ნახევარ მეტრზე მაინც გაწიოს მავთულხლართები", – ასეთია ქუთაისელების მოლოდინები მარგევლაშვილისა და პუტინის შესაძლო შეხვედრაზე.
ვლადიმერ პუტინმა, სოჭში გამართულ ოლიმპიადაზე ჟურნალიტებთან განაცხადა, რომ ის მზად არის შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს, თუკი მარგველაშვილს ამის სურვილი ექნება.
ავტორი: თეკლე მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა