ქუთაისელები მოუვლელი დედა ენის ძეგლის რეაბილიტაციას ითხოვენ
ქუთაისში, რუსთაველიც ქუჩაზე არსებული დედა ენის ძეგლის მიმდებარე
ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა, წლების
განმავლობაში მიტოვებული ძეგლის აღდგენას ითხოვს.
მოსახლეობის განცხადებით, ძეგლი წლების
განმავლობაში მიტოვებული იყო და მასზე მზრუნველობას არავინ იჩენდა.
დედა ენის ძეგლს საბჭოთა ეპოქაში პოლიტიკური დანიშნულება ჰქონდა. გასული
საუკუნის 70–იანი წლებიდან, მონუმენტთან, რომელზეც საბჭოეთს ადიდებდნენ, საზეიმო
მსვლელობები ეწყობოდა.
დამოუკიდებლობის პერიოდიდან დღემდე, ძეგლს "დედა ენა" აწერია. თუმცა, მოუვლელობის გამო, ამჟამად, მონუმენტი სავალალო მდგომარეობაშია.
ქუთაისის ვიცე–მერი, ნოდარ მიქიაშვილი განმარტავს, რომ ძეგლის რეაბილიტაციის თანხები მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია და
შესაბამისი ხარჯთაღრიცხვაც მომზადებული.
თუმცა, ძეგლის არქიტექტორი, ვახტანგ
დვალიშვილი newpress.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ძეგლის რეაბილიტაციისთვის აუცილებელ
ხარჯთაღრიცხვაზე მუშაობა რამდნიმე დღეში დაიწყება. არქიტექტორთა ჯგუფი ხარჯთაღრიცხვას,
ქუთაისის მერიაში, უახლოეს მომავალში წარადგენს.
ავტორი: დეა მანაგაძე